https://sputnik-georgia.com/20240424/ceskom-saparlamento-archevnebze-pirveli-partia-daaregistrira-287520181.html
ცესკომ საპარლამენტო არჩევნებისთვის პირველი პარტია დაარეგისტრირა
ცესკომ საპარლამენტო არჩევნებისთვის პირველი პარტია დაარეგისტრირა
Sputnik საქართველო
ცენტრალურმა საარჩევო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაცია დაიწყო 24.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-24T10:29+0400
2024-04-24T10:29+0400
2024-04-24T10:29+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
ცესკო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260120880_0:110:1280:831_1920x0_80_0_0_c6cb02c297e899db9e8d4bfd77be6464.jpg
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. პარტია „საქართველო" პირველი პარტია გახდა, რომელმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია გაიარა, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიებს ორ კატეგორიად ყოფს: კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებად. კვალიფიციურ სუბიექტებად მოიხსენიებენ პარტიებს, რომლებიც წინა საპარლამენტო არჩვნებში მონაწილეობდნენ და საარჩევნო წელს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ.პარტიებმა, რომლებიც არ არიან კვალიფიციური სუბიექტები, ცესკოში 15 ივლისამდე უნდა წარადგინონ რეგისტრაციის შესახებ განცხადება და მიიღონ მხარდამჭერთა სიის ნიმუში. აღნიშნულმა პარტიებმა რეგისტრაციის გასავლელად ცესკოში 2024 წლის 1 აგვისტომდე უნდა წარადგინონ მინიმუმ 25 ათასი მხარდამჭერი ამომრჩევლის სია.ცესკოს ცნობით, 23 აპრილს არჩევნებში მონაწილეობაზე განცხადება ორმა პარტიამ შეიტანა - გიორგი ლილუაშვილის პარტიამ „საქართველო" რეგისტრაცია გაიარა, გიორგი თუმანიშვილის პარტია „მესამე გზას" კი რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.კვალიფიციური სუბიექტები, რომლებსაც შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე გაიარონ, არიან:26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260120880_141:0:1280:854_1920x0_80_0_0_97a4ec360f1ec4d271da3e1a8cbd7d67.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ცესკო, ახალი ამბები
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ცესკო, ახალი ამბები
ცესკომ საპარლამენტო არჩევნებისთვის პირველი პარტია დაარეგისტრირა
ცენტრალურმა საარჩევო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაცია დაიწყო
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. პარტია „საქართველო" პირველი პარტია გახდა, რომელმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია გაიარა, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიებს ორ კატეგორიად ყოფს: კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებად. კვალიფიციურ სუბიექტებად მოიხსენიებენ პარტიებს, რომლებიც წინა საპარლამენტო არჩვნებში მონაწილეობდნენ და საარჩევნო წელს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ.
პარტიებმა, რომლებიც არ არიან კვალიფიციური სუბიექტები, ცესკოში 15 ივლისამდე უნდა წარადგინონ რეგისტრაციის შესახებ განცხადება და მიიღონ მხარდამჭერთა სიის ნიმუში. აღნიშნულმა პარტიებმა რეგისტრაციის გასავლელად ცესკოში 2024 წლის 1 აგვისტომდე უნდა წარადგინონ მინიმუმ 25 ათასი მხარდამჭერი ამომრჩევლის სია.
ცესკოს ცნობით, 23 აპრილს არჩევნებში მონაწილეობაზე განცხადება ორმა პარტიამ შეიტანა - გიორგი ლილუაშვილის პარტიამ „საქართველო" რეგისტრაცია გაიარა, გიორგი თუმანიშვილის პარტია „მესამე გზას" კი რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.
კვალიფიციური სუბიექტები, რომლებსაც შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე გაიარონ, არიან:
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩი"
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"
„პროგრესი და თავისუფლება"
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.