90 წლის მამაკაცმა მიწის ნაკვეთის გამო მეზობელი მოკლა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2024
გამოწერა
ბრალდებულმა ფერმიდან სანადირო თოფი აიღო და ახალგაზრდას მოულოდნელად ესროლა.
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ 90 წლის მამაკაცს 12 წლით პატიმრობა შეუფარდეს, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მკვლელობა 2023 წლის 3 სექტემბერს მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ასაკოვანმა მამაკაცმა 35 წლის მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა, რის შედეგადაც მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ინციდენტს სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა წინ.
სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მიწის ნაკვეთის გამო დიდი ხანია კამათი მიმდინარეობდა. ბრალდებული სადავო ნაკვეთის დაუფლებას ცდილობდა, რაზეც მეზობელი არ თანხმდებოდა. უთანხმოების გამო ბრალდებულმა ფერმიდან სანადირო თოფი აიღო და ახალგაზრდას მოულოდნელად ესროლა.
ბრალდების მხარემ საქმეზე წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა მტკიცებულების და საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ბრალდებული განზრახ მკვლელობაში ერთხმად ცნეს დამნაშავედ.
ყველა ახალი ამბავი
0