https://sputnik-georgia.com/20240423/saqartvelos-da-azerbaijanis-parlamentebi-tanamshtromlobas-gaagrmaveben-287505877.html
საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტები ურთიერთთანამშრომლობას გააღრმავებენ
საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტები ურთიერთთანამშრომლობას გააღრმავებენ
Sputnik საქართველო
მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივად იმუშაონ იმ პროექტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტიცებას. 23.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-23T19:06+0400
2024-04-23T19:06+0400
2024-04-23T19:06+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
პოლიტიკა
კავკასია
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/17/287499859_76:141:1174:759_1920x0_80_0_0_346e056accbe4d0a9907f91aceab77f0.jpg
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან შეხვედრაზე, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სონღულაშვილი, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, ბაქოში იმყოფება. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები.მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივად იმუშაონ იმ პროექტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტიცებას.როგორც მილი მეჯლისის თავმჯდომარემ შეხვედრაზე განაცხადა, ქართველ და აზერბაიჯანელ ერებს საერთო კულტურული ღირებულებები აქვთ, საუკუნეების მანძილზე ერთად ცხოვრობდნენ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პირობებში და ქვეყნებს შორის ურთიერთობა სწორედ ამ მყარ საფუძველს ეფუძნება.საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/17/287499859_98:0:1153:791_1920x0_80_0_0_147742b7ffb76575e16dc02bb4751f74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, პოლიტიკა, კავკასია, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, პოლიტიკა, კავკასია, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტები ურთიერთთანამშრომლობას გააღრმავებენ
მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივად იმუშაონ იმ პროექტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტიცებას.
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან შეხვედრაზე, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სონღულაშვილი, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, ბაქოში იმყოფება. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში რეგიონში ერთობლივად განსახორციელებელი პროექტები, მათ შორის „შუა დერეფნის" განვითარება და მისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება“, - განაცხადა სონღულაშვილმა.
მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივად იმუშაონ იმ პროექტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტიცებას.
როგორც მილი მეჯლისის თავმჯდომარემ შეხვედრაზე განაცხადა, ქართველ და აზერბაიჯანელ ერებს საერთო კულტურული ღირებულებები აქვთ, საუკუნეების მანძილზე ერთად ცხოვრობდნენ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პირობებში და ქვეყნებს შორის ურთიერთობა სწორედ ამ მყარ საფუძველს ეფუძნება.
„ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი შეხვედრა გვქონდა მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ორი ქვეყნის ერთობა „შუა დერეფნის" განვითარებისთვის და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია საკომიტეტო დონეზე ამ საკითხებზე მსჯელობა. ეს არის კიდევ ერთი პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს აქტიური ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას", - განაცხადა სონღულაშვილმა.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.
საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.