https://sputnik-georgia.com/20240423/peter-siiarto-evrokavshiri-msoplio-omistvis-emzadeba-287499457.html
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირი მსოფლიო ომისთვის ემზადება
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირი მსოფლიო ომისთვის ემზადება
Sputnik საქართველო
როგორც სიიარტომ აღნიშნა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას ამ დრომდე ხელი არ შეუწყვია ფრონტზე მისი წარმატებისთვის. 23.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-23T17:44+0400
2024-04-23T17:44+0400
2024-04-23T17:44+0400
მსოფლიო დღეს
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უნგრეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0c/251150891_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_2619bb13eab26183dc7cc7be96071cc2.jpg
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მდგომარეობის გაუარესების ფონზე ევროკავშირი მეორე მსოფლიო ომისთვის ემზადება.დიპლომატმა აღნიშნული განცხადება ლუქსემბურგში გამართული ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო და თავდაცვის მინისტრების სხდომის შემდეგ გააკეთა.მისი თქმით, სხდომა იყო „შტაბში სამხედრო მეთაურების თათბირის“ მსგავსი, რადგანაც რამდენიმე საათის განმავლობაში „თითქმის ყველა საუბრობდა იმაზე, თუ რამდენი ერთეული, რა იარაღი და რა გრაფიკით უნდა მიაწოდონ უკრაინას“.როგორც სიიარტომ აღნიშნა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას ამ დრომდე ხელი არ შეუწყვია ფრონტზე მისი წარმატებისთვის.როგორც ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ალიანსის ქვეყნებმა უნდა გარისკონ და კიევს ის იარაღიც კი გაუგზავნონ, რაც მათი თავდაცვისთვისაა საჭირო. თავის მხრივ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირის ქვეყნები შეეცდებიან „საწყობებში ერთად გადაანაწილონ“ სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, „რაც დარჩა მარაგში“.მოსკოვმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევისთვის უცხოური სამხედრო დახმარების მიწოდება არაფერს ცვლის ბრძოლის ველზე და მხოლოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს.
უკრაინა
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0c/251150891_275:0:3006:2048_1920x0_80_0_0_3099dc713ea260c5d392b9fea3dd09d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უნგრეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უნგრეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირი მსოფლიო ომისთვის ემზადება
როგორც სიიარტომ აღნიშნა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას ამ დრომდე ხელი არ შეუწყვია ფრონტზე მისი წარმატებისთვის.
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მდგომარეობის გაუარესების ფონზე ევროკავშირი მეორე მსოფლიო ომისთვის ემზადება.
დიპლომატმა აღნიშნული განცხადება ლუქსემბურგში გამართული ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო და თავდაცვის მინისტრების სხდომის შემდეგ გააკეთა.
„ფრონტზე უკრაინისთვის მდგომარეობის გაუარესებას ბრიუსელი მსოფლიო ომისთვის მზადებით რეაგირებს", -პოლიტიკოსის სიტყვებს ციტირებს
РИА Новости.
მისი თქმით, სხდომა იყო „შტაბში სამხედრო მეთაურების თათბირის“ მსგავსი, რადგანაც რამდენიმე საათის განმავლობაში „თითქმის ყველა საუბრობდა იმაზე, თუ რამდენი ერთეული, რა იარაღი და რა გრაფიკით უნდა მიაწოდონ უკრაინას“.
როგორც სიიარტომ აღნიშნა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას ამ დრომდე ხელი არ შეუწყვია ფრონტზე მისი წარმატებისთვის.
„კითხვა შემდეგშია, თუ აქამდე ამ სტრატეგიამ არ იმუშავა, რატომ უნდა იმუშაოს ახლა? <...> ჩვენ ვფიქრობთ, რომ იარაღის მიწოდება მხოლოდ ომის გახანგრძლივებას და მსოფლიო ომის რისკის გაზრდას იწვევს“, - განაცხადა დიპლომატმა.
როგორც ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ალიანსის ქვეყნებმა უნდა გარისკონ და კიევს ის იარაღიც კი გაუგზავნონ, რაც მათი თავდაცვისთვისაა საჭირო. თავის მხრივ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირის ქვეყნები შეეცდებიან „საწყობებში ერთად გადაანაწილონ“ სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, „რაც დარჩა მარაგში“.
მოსკოვმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევისთვის უცხოური სამხედრო დახმარების მიწოდება არაფერს ცვლის ბრძოლის ველზე და მხოლოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს.