https://sputnik-georgia.com/20240423/avstriuli-aviakompania-tbiliss-venastan-daakavshirebs-287519315.html
ავსტრიული ავიაკომპანია თბილისს ვენასთან დააკავშირებს
ავსტრიული ავიაკომპანია თბილისს ვენასთან დააკავშირებს
Sputnik საქართველო
ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს კვირაში სამი სიხშირით შეადრულებს 23.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-23T23:13+0400
2024-04-23T23:13+0400
2024-04-23T23:13+0400
საქართველო
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
ავსტრია
ავიამიმოსვლა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/17/287516735_0:532:2695:2048_1920x0_80_0_0_0f035f41c8a5f5fd91ce7d535be65268.jpg
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ავსტრიული ავიაკომპანია Austria Airlines-ი 2024 წლის 2 მაისიდან ვენასა და თბილისს შორის პირდაპირ რეგულარულ ავიარეისებს შეასრულებს, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.ავიაკომპანიასთან და Lufthansa Group-თან მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა. ავსტრიის ავიახაზები ჯგუფ Lufthansa-ს რიგით მესამე ავიაკომპანია გახდება, რომელიც საქართველოში ფრენებს დაიწყებს.ავიაკომპანიის ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ დეტალები და სამომავლო გეგმები აეროპორტების გაერთიანების გენდირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ ავიაკომპანია Austrian Airlines-ის მენეჯმენტთან განიხილა - შეხვედრა ორჰუსში (დანია) საავიაციო ფორუმ Routes Europe 2024-ის ფარგლებში შედგა.1957 წელს დაფუძნებული AUSTRIAN AIRLINES-ი ავსტრიის ოფიციალური გადამყვანია და ის Lufthansa Group-ის შვილობილი კომპანიაა. Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანია ფრენებს 55 ქვეყნის 120 მიმართულებით ასრულებს. მის შემადგენლობაში 65 საჰაერო ხომალდია, საიდანაც უმეტესობა Airbus A320 ტიპის ბორტებს წარმოადგენს.საქართველოს აეროპორტების წარმატებებიდღეისთვის საქართველოში სამი საერთაშორისო აეროპორტი ფუნქციონირებს: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში - მათგან ყველაზე დიდი თბილისის აეროპორტია.საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს აეროპორტები 6 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა - 34,8%-ით მეტს 2022 წელთან შედარებით.თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გასულ წელს100%-ით დაუბრუნდა 2019 წელს დაფიქსირებულ მგზავრთნაკადს (ზრდა 0,05%). ქუთაისის აეროპორტმა 2023 წელს 2019 წლის მაჩვენებელს 91%-ით გადააჭარბა, ხოლო მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელმა ბათუმის აეროპორტში 99,58% შეადგინა.სულ საქართველოს აეროპორტებში 2023 წელს 26.290 რეისი შესრულდა. აქედან რეგულარული რეისია 21.280, ხოლო ჩარტერული - 5.010. 2022 წელთან შედარებით რეისების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით - 8%-ით.2024 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 43 ავიაკომპანია ოპერირებს. ისინი ფრენებს 89 მიმართულებით ასრულებენ.
საქართველო
ავსტრია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/17/287516735_0:475:2098:2048_1920x0_80_0_0_107c3ff18e553c362b73dc3a78f12a4f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, ავსტრია, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, ავსტრია, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ავსტრიული ავიაკომპანია თბილისს ვენასთან დააკავშირებს
ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს კვირაში სამი სიხშირით შეადრულებს
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ავსტრიული ავიაკომპანია Austria Airlines-ი 2024 წლის 2 მაისიდან ვენასა და თბილისს შორის პირდაპირ რეგულარულ ავიარეისებს შეასრულებს, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
ავიაკომპანიასთან და Lufthansa Group-თან მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა. ავსტრიის ავიახაზები ჯგუფ Lufthansa-ს რიგით მესამე ავიაკომპანია გახდება, რომელიც საქართველოში ფრენებს დაიწყებს.
ავიაკომპანიის ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ დეტალები და სამომავლო გეგმები აეროპორტების გაერთიანების გენდირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ ავიაკომპანია Austrian Airlines-ის მენეჯმენტთან განიხილა - შეხვედრა ორჰუსში (დანია) საავიაციო ფორუმ Routes Europe 2024-ის ფარგლებში შედგა.
ქარქაშაძის განცხადებით, ვენა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში სამი სიხშირით განახორციელებს.
1957 წელს დაფუძნებული AUSTRIAN AIRLINES-ი ავსტრიის ოფიციალური გადამყვანია და ის Lufthansa Group-ის შვილობილი კომპანიაა. Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანია ფრენებს 55 ქვეყნის 120 მიმართულებით ასრულებს. მის შემადგენლობაში 65 საჰაერო ხომალდია, საიდანაც უმეტესობა Airbus A320 ტიპის ბორტებს წარმოადგენს.
საქართველოს აეროპორტების წარმატებები
დღეისთვის საქართველოში სამი საერთაშორისო აეროპორტი ფუნქციონირებს: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში - მათგან ყველაზე დიდი თბილისის აეროპორტია.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს აეროპორტები 6 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა - 34,8%-ით მეტს 2022 წელთან შედარებით.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გასულ წელს100%-ით დაუბრუნდა 2019 წელს დაფიქსირებულ მგზავრთნაკადს (ზრდა 0,05%). ქუთაისის აეროპორტმა 2023 წელს 2019 წლის მაჩვენებელს 91%-ით გადააჭარბა, ხოლო მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელმა ბათუმის აეროპორტში 99,58% შეადგინა.
სულ საქართველოს აეროპორტებში 2023 წელს 26.290 რეისი შესრულდა. აქედან რეგულარული რეისია 21.280, ხოლო ჩარტერული - 5.010. 2022 წელთან შედარებით რეისების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით - 8%-ით.
2024 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 43 ავიაკომპანია ოპერირებს. ისინი ფრენებს 89 მიმართულებით ასრულებენ.