ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerრკინიგზა
რკინიგზა - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2024
გამოწერა
მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონისა, ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვა იზრდება.
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7%-ით შემცირდა და 619,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 13,2% შეადგინა.
საქართველოსა და რუსეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარი-მარტში

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა,%

ექსპორტი

160,8

-9,1

იმპორტი

458,4

-6,5

სულ

619,2

-7,2

2024 წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულია: 11 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი, 34,3 ათას ტონაზე მეტი მინერალური და მტკნარი წყალი, 14,8 ათასი ტონა წყალი, მათ შორის მინერალური და გაზირებული, შაქრის დანამატების შემცველი, 24,1 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, დაახლოებით 7,2 ათასი ტონა სპირტიანი სასმელები და ა.შ.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2024 წლის იანვარი-მარტში

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა,%

ღვინო

65,0

70,9

სპირტიანი სასმელები

27,0

114,1

მინერალური წყალი

18,6

15,4

ლიმონათი

12,9

26,5

ციტრუსი

7,2

220,2

რუსეთი საქართველოში ხორბლის ყველაზე მსხვილ იმპორტიორად რჩება. სტატისტიკის თანახმად, იანვარ-მარტში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 61,4 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი.
რუსეთიდან ასევე შემოვიდა 347,5 ათას ტონამდე გაზი, 179,7 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 29,8 ათასი ტონა ნახშირბადოვანი ფოლადი (დაუმუშავებელი), 28,2 ათასი ტონა ბოთლი და მინის ტარა, და ა.შ.
საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2024 წლის იანვარი-მარტში

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

ნავთობპროდუქტები

136,6

-19,1

გაზი

91,3

22,4

ნახშირბადოვანი ფოლადი

18,2

95,5

ხორბალი

15,1

21,2

ბოთლი და მინის ტარა

10,7

-0,8

2023 წელს ქვეყნებმა სულ დაახლოებით 2,4 მილიარდი დოლარის საქონლით ივაჭრეს, რაც 3%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 2,3%-ით, ხოლო იმპორტი რუსეთიდან საქართველოში შემცირდა 5%-ით.
ყველა ახალი ამბავი
0