https://sputnik-georgia.com/20240422/italiashi-qurdobis-braldebit-otxi-qartveli-daakaves-287467951.html
იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს
იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალდებული პირები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული. 22.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-22T12:29+0400
2024-04-22T12:29+0400
2024-04-22T12:29+0400
საქართველო
იტალია
შემთხვევები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0a/250845956_0:69:2426:1434_1920x0_80_0_0_3c2013ff97d35e13c767a89edb0bdc67.jpg
თბილისი, 22 აპრილი - Sputnik. ემპოლიში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ იტალიურ მედიაზე დაყრდნობით.ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულთა ბინებიდან პოლიციამ მოპარული ნივთები, მათ შორის ვერცხლისა და ოქროს სამკაულები და ნახატები ამოიღო. ასევე ნაპოვნია გასაღებები და ინსტრუმენტები, რომელსაც შეუძლია გახსნას ნებისმიერი საკეტი. „დაკავებულია 42 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში. მას, სამ თანამემამულესთან ერთად, ასევე მოპარული ნივთების მიღებასა და შეცვლილი გასაღებების, საკეტის საჭრელების დაუსაბუთებლად ფლობას ედავებიან," - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.პოლიციამ ჩხრეკისას ასევე ამოიღო 2023 წლის სექტემბერში, ოსტიაში, ერთ-ერთი სახლიდან მოპარული 9x21 კალიბრის პისტოლეტი.ბრალდებული პირები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0a/250845956_212:0:2215:1502_1920x0_80_0_0_ff57fe7f6bbb8db92c0b3d8f8ae257cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, იტალია , შემთხვევები, ახალი ამბები
საქართველო, იტალია , შემთხვევები, ახალი ამბები
იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს
ბრალდებული პირები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.
თბილისი, 22 აპრილი - Sputnik. ემპოლიში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ იტალიურ
მედიაზე დაყრდნობით.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულთა ბინებიდან პოლიციამ მოპარული ნივთები, მათ შორის ვერცხლისა და ოქროს სამკაულები და ნახატები ამოიღო. ასევე ნაპოვნია გასაღებები და ინსტრუმენტები, რომელსაც შეუძლია გახსნას ნებისმიერი საკეტი.
„დაკავებულია 42 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში. მას, სამ თანამემამულესთან ერთად, ასევე მოპარული ნივთების მიღებასა და შეცვლილი გასაღებების, საკეტის საჭრელების დაუსაბუთებლად ფლობას ედავებიან," - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
პოლიციამ ჩხრეკისას ასევე ამოიღო 2023 წლის სექტემბერში, ოსტიაში, ერთ-ერთი სახლიდან მოპარული 9x21 კალიბრის პისტოლეტი.
ბრალდებული პირები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.