https://sputnik-georgia.com/20240421/veneciis-bienaleze-saqartvelos-pavilioni-moiwones-287457743.html
ვენეციის ბიენალეზე საქართველოს პავილიონმა მოწონება დაიმსახურა
ვენეციის ბიენალეზე საქართველოს პავილიონმა მოწონება დაიმსახურა
Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული პავილიონის ფარგლებში პირველად იმუშავებს სახელოვნებო რეზიდენცია ახალგაზრდებისთვის. 21.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-21T16:00+0400
2024-04-21T16:00+0400
2024-04-21T16:00+0400
საქართველო
იტალია
კულტურა საქართველოში
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24308/60/243086016_0:159:3073:1888_1920x0_80_0_0_9ab64d09ce653a3485fa0665da336438.jpg
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. თანამედროვე ხელოვნების ვენეციის მე-60 საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ეროვნული პავილიონი წარმოდგენილია პროექტით „დანახვის ხელოვნება - ასტრონომიის მდგომარეობები", ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.გამოფენაზე პროექტის წარმდგენია თანამედროვე ხელოვნების ცენტრი „არტვილა გარიყულა“, ხოლო საქართველოს წარმომადგენელი ვენეციის ბიენალეზე - ხელოვნებათმცოდნე მაგდა გურული.გამოფენის კონცეფცია 2024 წლის ვენეციის ბიენალეს - „გლობალურ მოდერნიზმს“ ეხმიანება, რომელიც გლობალური სამხრეთიდან დაძრულ მოდერნისტულ ტალღას ასახავს. პროექტის კონცეფცია ქართველი ხელოვანის, პოეტისა და მწერლის, ილია ზდანევიჩის (1894-1975) მემკვიდრეობას უკავშირდება და მისი საარქივო მასალის ახალ გარემოში წარდგენას ისახავს მიზნად.ილია ზდანევიჩის არქივიდან შეირჩა კონკრეტული ნამუშევარი - „მაქსიმილიანა“, რომელიც გერმანელ ხელოვან მაქს ერნსტთან (1891-1976) მრავალწლიანი მეგობრობისა და თანამშრომლობის შედეგად შექმნილი წიგნია. „მაქსიმილიანა“ 1964 წელს ზდანევიჩის რედაქტორობით გამოიცა და ეძღვნება გერმანელი ასტრონომის ვილჰელმ ტემპელის (1821-1889) ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რომელიც ლითოგრაფიის ხელოვნებითა და ასტრონომიით იყო გატაცებული.ვენეციის ბიენალე ერთ-ერთი უძველესი და უმსხვილესია მსოფლიოში. მისი დაარსების თარიღი კინემატოგრაფიის დაბადების წელს ემთხვევა (1895). თანამედროვე ხელოვნების გამოფენა მონაწილეების წრის გაფართოებისკენ მიისწრაფვის. თემები და კონცეფციები წლიდან წლამდე იცვლება.ვენეციის მე-60 ბიენალე 19 აპრილიდან 24 ნოემბრამდე პერიოდში იტალიაში, ქალაქ ვენეციაში გაიმართება.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24308/60/243086016_172:0:2901:2047_1920x0_80_0_0_2d2c7e03f082ac00380da8a44d2cdbf1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, იტალია , კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, იტალია , კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
ვენეციის ბიენალეზე საქართველოს პავილიონმა მოწონება დაიმსახურა
საქართველოს ეროვნული პავილიონის ფარგლებში პირველად იმუშავებს სახელოვნებო რეზიდენცია ახალგაზრდებისთვის.
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. თანამედროვე ხელოვნების ვენეციის მე-60 საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ეროვნული პავილიონი წარმოდგენილია პროექტით „დანახვის ხელოვნება - ასტრონომიის მდგომარეობები", ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენაზე პროექტის წარმდგენია თანამედროვე ხელოვნების ცენტრი „არტვილა გარიყულა“, ხოლო საქართველოს წარმომადგენელი ვენეციის ბიენალეზე - ხელოვნებათმცოდნე მაგდა გურული.
„საქართველოს პავილიონი ევროპელი სპეციალისტების შეფასებით შვიდ აუცილებლად სანახავ საუკეთესო პავილიონს შორისაა. ვენეციის ბიენალეზე საქართველოს მონაწილეობის ოცწლიანი ისტორიის მანძილზე ასეთი მაღალი შეფასება პირველია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოფენის კონცეფცია 2024 წლის ვენეციის ბიენალეს - „გლობალურ მოდერნიზმს“ ეხმიანება, რომელიც გლობალური სამხრეთიდან დაძრულ მოდერნისტულ ტალღას ასახავს. პროექტის კონცეფცია ქართველი ხელოვანის, პოეტისა და მწერლის, ილია ზდანევიჩის (1894-1975) მემკვიდრეობას უკავშირდება და მისი საარქივო მასალის ახალ გარემოში წარდგენას ისახავს მიზნად.
ილია ზდანევიჩის არქივიდან შეირჩა კონკრეტული ნამუშევარი - „მაქსიმილიანა“, რომელიც გერმანელ ხელოვან მაქს ერნსტთან (1891-1976) მრავალწლიანი მეგობრობისა და თანამშრომლობის შედეგად შექმნილი წიგნია. „მაქსიმილიანა“ 1964 წელს ზდანევიჩის რედაქტორობით გამოიცა და ეძღვნება გერმანელი ასტრონომის ვილჰელმ ტემპელის (1821-1889) ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რომელიც ლითოგრაფიის ხელოვნებითა და ასტრონომიით იყო გატაცებული.
ვენეციის ბიენალე ერთ-ერთი უძველესი და უმსხვილესია მსოფლიოში. მისი დაარსების თარიღი კინემატოგრაფიის დაბადების წელს ემთხვევა (1895). თანამედროვე ხელოვნების გამოფენა მონაწილეების წრის გაფართოებისკენ მიისწრაფვის. თემები და კონცეფციები წლიდან წლამდე იცვლება.
ვენეციის მე-60 ბიენალე 19 აპრილიდან 24 ნოემბრამდე პერიოდში იტალიაში, ქალაქ ვენეციაში გაიმართება.