ვაზიანში საარტილერიო წრთვნები დასრულდა

© photo: Sputnikწვრთნები ვაზიანის ბაზაზე
წვრთნები ვაზიანის ბაზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2024
გამოწერა
სწავლების მიზანს მასირებული ცეცხლის წარმოებით პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება წარმოადგენდა.
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის 44-ე საარტილერიო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ვაზიანის პოლიგონზე საველე სწავლება ჩაატარეს, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წვრთნების მიზანს ბატალიონის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და სხვადასხვა საბრძოლო ელემენტების კოორდინაცია და შერწყმა წარმოადგენდა.
გეგმური სწავლების ფარგლებში ასეულის დონის ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებული პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. კერძოდ, ტაქტიკური გადაადგილების, საფრთხეზე რეაგირებისა და პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების ამოცანები შეასრულეს.
როგორც სამინისტროში განაცხადეს, მსგავსი სახის სწავლებები ხელს უწყობს თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებასა და ქვედანაყოფებს შორის სინქრონიზებულ მოქმედებას.
ყველა ახალი ამბავი
0