https://sputnik-georgia.com/20240421/saqartvelos-ramdeni-moqalaqea-registrirebuli-sazgvargaret-da-sad-287454575.html
საქართველოს რამდენი მოქალაქეა რეგისტრირებული საზღვარგარეთ და სად? ახალი სტატისტიკა
საქართველოს რამდენი მოქალაქეა რეგისტრირებული საზღვარგარეთ და სად? ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირებულია რუსეთში 21.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-21T10:02+0400
2024-04-21T10:02+0400
2024-04-21T10:02+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0a/265127647_0:303:2913:1942_1920x0_80_0_0_06075aad35b44c8ce9da820ab3025ec2.jpg
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. 2024 წლის 2 აპრილის მდგომარეობით, საზღვარგარეთ რეგისტრირებულია საქართველოს 27.291 მოქალაქე, ნათქვამია პარლამენტის დეპუტატის შეკითხვის პასუხად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა საერთო რაოდენობადან 23.281 სრულწლოვანია, ხოლო 4.010 არასრულწლოვანი. საქართველოს მოქალაქეების ყველაზე მეტი რაოდენობა რეგისტრირებულია შემდეგ ქვეყნებში:რუსეთი – 7.569საბერძნეთი – 4.048უკრაინა – 2.652გერმანია – 1.917ესპანეთი – 1.475ასევე, საქართველოს ათასზე მეტი მოქალაქე რეგისტრირებულია აშშ-ში (1.407), საფრანგეთში (1.118) და ისრაელში (1.070). ბელგიასა და თურქეთში რეგისტრირებულია საქართველოს 500-ზე მეტი მოქალაქე, ავსტრიაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, დიდ ბრიტანეთში, ყაზახეთში, იტალიაში, კვიპროსში, პოლონეთსა და შვედეთში 100-ზე მეტი.საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების თემა განსაკუთრებით აქტუალურია საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება. გარდა რეგისტრაციისა, საქართველოს მოქალაქეებს საკონსულოში რეგისტრაციაც შეუძლიათ.საქართველოს კანონმდებლობით, კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საკონსულოში რეგისტრაცია სავალდებულოა. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, ისე მასპინძელი ქვეყნის საელჩოში ან საკონსულოში.ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მისვლა, შესაძლებელია განაცხადის ფოსტით გაგზავნა. პროცედურა უფასოა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0a/265127647_119:0:2708:1942_1920x0_80_0_0_cf7feeceacf29de7f4a1b02916008ebf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს რამდენი მოქალაქეა რეგისტრირებული საზღვარგარეთ და სად? ახალი სტატისტიკა
საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირებულია რუსეთში
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. 2024 წლის 2 აპრილის მდგომარეობით, საზღვარგარეთ რეგისტრირებულია საქართველოს 27.291 მოქალაქე, ნათქვამია პარლამენტის დეპუტატის შეკითხვის პასუხად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა საერთო რაოდენობადან 23.281 სრულწლოვანია, ხოლო 4.010 არასრულწლოვანი. საქართველოს მოქალაქეების ყველაზე მეტი რაოდენობა რეგისტრირებულია შემდეგ ქვეყნებში:
ასევე, საქართველოს ათასზე მეტი მოქალაქე რეგისტრირებულია აშშ-ში (1.407), საფრანგეთში (1.118) და ისრაელში (1.070). ბელგიასა და თურქეთში რეგისტრირებულია საქართველოს 500-ზე მეტი მოქალაქე, ავსტრიაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, დიდ ბრიტანეთში, ყაზახეთში, იტალიაში, კვიპროსში, პოლონეთსა და შვედეთში 100-ზე მეტი.
საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების თემა განსაკუთრებით აქტუალურია საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება. გარდა რეგისტრაციისა, საქართველოს მოქალაქეებს საკონსულოში რეგისტრაციაც შეუძლიათ.
საქართველოს კანონმდებლობით, კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საკონსულოში რეგისტრაცია სავალდებულოა. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, ისე მასპინძელი ქვეყნის საელჩოში ან საკონსულოში.
ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მისვლა, შესაძლებელია განაცხადის ფოსტით გაგზავნა. პროცედურა უფასოა.