https://sputnik-georgia.com/20240421/ramdenma-pirma-isargebla-endoprotezirebis-programit-287458257.html
რამდენმა პირმა ისარგებლა სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამით? კალაძის განმარტება
რამდენმა პირმა ისარგებლა სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამით? კალაძის განმარტება
Sputnik საქართველო
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სოციალური მიმართულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, აღნიშნა თბილისის მერმა. 21.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-21T18:03+0400
2024-04-21T18:03+0400
2024-04-21T18:03+0400
საქართველო
თბილისის მერია
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283381760_194:323:2048:1366_1920x0_80_0_0_9b84bba5d14f8e5e11c38af68161a577.jpg
თბილისი, 21 აპრილი— Sputnik. „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამის ფარგლებში სულ დაფინანსდა 196 ბენეფიციარი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1.140,200 ლარი გამოიყო, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.თბილისის მერიამ „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამის განხორციელება 2023 წლის სექტემბერში დაიწყო – მუნიციპალიტეტი მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ხელოვნური იმპლანტით შეცვლის საჭიროების მქონე პირებს აფინანსებს.მისი თქმით, პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომლებსაც აღნიშნული მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ უფინანსდებათ.პროგრამით სარგებლობისთვის პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს, რასაც თან უნდა ერთვოდეს:მსოფლიო მასშტაბით სახსრის ხელოვნური ანალოგით შეცვლის ოპერაცია ათასობით ადამიანს უტარდება და ეს თითოეული მათგანისთვის სრულფასოვან და აქტიურ ცხოვრებაში დასაბრუნებლად ერთადერთი შესაძლებლობაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283381760_497:304:1913:1366_1920x0_80_0_0_c871c9da38ab9f21b61c5aa37daac314.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
რამდენმა პირმა ისარგებლა სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამით? კალაძის განმარტება
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სოციალური მიმართულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, აღნიშნა თბილისის მერმა.
თბილისი, 21 აპრილი— Sputnik. „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამის ფარგლებში სულ დაფინანსდა 196 ბენეფიციარი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1.140,200 ლარი გამოიყო, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
თბილისის მერიამ „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამის განხორციელება 2023 წლის სექტემბერში დაიწყო – მუნიციპალიტეტი მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ხელოვნური იმპლანტით შეცვლის საჭიროების მქონე პირებს აფინანსებს.
„აღნიშნული პროგრამა დღემდე წარმატებით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც უკვე 196 ბენეფიციარი დაფინანსდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში ამ პროგრამისთვის, დაახლოებით, 1,5 მლნ ლარია გამოყოფილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომლებსაც აღნიშნული მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ უფინანსდებათ.
პროგრამით სარგებლობისთვის პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს, რასაც თან უნდა ერთვოდეს:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლი, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში – შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №IV-100/ა – პაციენტის დიაგნოზის, ჩარევებისა და გამოკვლევების მითითებით ICD10 კლასიფიკატორების შესაბამისად);
სამედიცინო დაწესებულებიდან მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი);
თბილისის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი წლის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დაფინანსების შესახებ ცნობა კერძო სადაზღვევო კომპანიიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
პროგრამით მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულებისა და პროთეზის სახეობებს შორის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა აქვს.
მსოფლიო მასშტაბით სახსრის ხელოვნური ანალოგით შეცვლის ოპერაცია ათასობით ადამიანს უტარდება და ეს თითოეული მათგანისთვის სრულფასოვან და აქტიურ ცხოვრებაში დასაბრუნებლად ერთადერთი შესაძლებლობაა.