ქობულეთში მსუბუქი ავტომობილი მდინარეში გადავარდა

© photo: Sputnik / Stringerარ გადაკვეთო შემთხვევის ადგილი
არ გადაკვეთო შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2024
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა სოფელ ლეღვასთან გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში გადავარდა.
დაშავებული მამაკაცი კლინიკაში არის გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0