https://sputnik-georgia.com/20240421/nino-pochxua-aqciebs-apasebs-287463459.html
მარაზმი და ლგბტ-პროპაგანდა: ექსპერტი აქციების შესახებ
მარაზმი და ლგბტ-პროპაგანდა: ექსპერტი აქციების შესახებ
Sputnik საქართველო
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ქართული საზოგადოების დაცინვითა და ბულინგით მიზნისთვის არავის მიუღწევია. 21.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-21T20:06+0400
2024-04-21T20:06+0400
2024-04-21T20:18+0400
საქართველო
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/10/287369596_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_174f9970642afa2c3b673a39f1780e37.jpg
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები მარაზმსა და აშკარა ლგბტ-პროპაგანდაში გადაიზარდა, დაწერა სოციალურ ქსელში ექსპერტმა ნინო ფოჩხუამ.საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან ყოველღიურად იმართება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ კანონპროექტის გაწვევას, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ წლიური დეკლარაციები. პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.როგორც ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება გამჭვირვალე რომ ყოფილიყო, მათ გაუჭირდებოდათ ლგბტ-პროპაგანდის ასეთი უხეში ფორმით განხორციელება და მოუწევდათ საკუთარი დონორების რეპუტაციაზე ზრუნვა.ფოჩხუას თქმით, ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა. როგორც ექსპერტმა აღიარა, მის ნაცნობებს შორის ბევრი ლგბტ-წარმომადგენელია, რომლებიც ბევრ ჰეტეროსექსუალზე უკეთესია. ამასთან, ეს ადამიანები საკუთარ პირად ცხოვრებას არავის ახვევენ თავს.როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ქართული საზოგადოების დაცინვითა და ბულინგით მიზნისთვის არავის მიუღწევია.აქციების ქრონოლოგია„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია 15 აპრილს დილით დაიწყო, რომელიც ღამით პოლიციასტან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტის შესასვლელებთან ცდილობდნენ მიახლოებას, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. შედეგად 14 ადამიანი დააკავეს, შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა ერთი პოლიციელი, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა 16 აპრილსაც. ვითარება გვიან ღამით დაიძაბა - აქციის მონაწილეები პოლიციელებს სხვადასხვა ბლაგვ საგნებს ესროდნენ, მათ შორის ქვებს და ბოთლებს. პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავეს, დაშავდა 4 პოლიციელი.პოლიციამ კიდევ ორი პირი დააკავა 17 აპრილს გამართულ საპროტესტო აქციაზე - ერთ-ერთს ცივი იარაღი აღმოაჩნდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/10/287369596_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_589c5b73b54101e2b354d5b28633eaad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
მარაზმი და ლგბტ-პროპაგანდა: ექსპერტი აქციების შესახებ
20:06 21.04.2024 (განახლებულია: 20:18 21.04.2024) როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ქართული საზოგადოების დაცინვითა და ბულინგით მიზნისთვის არავის მიუღწევია.
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები მარაზმსა და აშკარა ლგბტ-პროპაგანდაში გადაიზარდა, დაწერა სოციალურ ქსელში ექსპერტმა ნინო ფოჩხუამ.
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან ყოველღიურად იმართება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ კანონპროექტის გაწვევას, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ წლიური დეკლარაციები. პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.
„ეს უკვე ღიად ლგბტ-აქციაა!... ეს არის მარაზმი და საკუთარი მოქალაქეების დაცინვა და უპატივცემულობა. ეს არის ის, რასაც ახალი კანონი კრძალავს, ჩვენი ქვეყნის მენტალიტეტისთვის მიუღებელ პროპაგანდას და ქცევას, ხოლო ადამიანის უფლებების დაცვა, როგორიცაა ახლა ამ მმართველი გუნდის პირობებში, აქამდე არასდროს ყოფილა“, - დაწერა ფოჩხუამ.
როგორც ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება გამჭვირვალე რომ ყოფილიყო, მათ გაუჭირდებოდათ ლგბტ-პროპაგანდის ასეთი უხეში ფორმით განხორციელება და მოუწევდათ საკუთარი დონორების რეპუტაციაზე ზრუნვა.
ფოჩხუას თქმით, ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა. როგორც ექსპერტმა აღიარა, მის ნაცნობებს შორის ბევრი ლგბტ-წარმომადგენელია, რომლებიც ბევრ ჰეტეროსექსუალზე უკეთესია. ამასთან, ეს ადამიანები საკუთარ პირად ცხოვრებას არავის ახვევენ თავს.
„იციან თუ არა ამ აქციის მონაწილეებმა, რომ ეს ადამიანები, რომლებზეც მე ვსაუბრობ, გმობენ მათ საქციელს, რაც დღეს ხდება აქციებზე“, - დასძინა ფოჩხუამ.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ქართული საზოგადოების დაცინვითა და ბულინგით მიზნისთვის არავის მიუღწევია.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია 15 აპრილს დილით დაიწყო, რომელიც ღამით პოლიციასტან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტის შესასვლელებთან ცდილობდნენ მიახლოებას, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. შედეგად 14 ადამიანი დააკავეს, შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა ერთი პოლიციელი, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა 16 აპრილსაც. ვითარება გვიან ღამით დაიძაბა - აქციის მონაწილეები პოლიციელებს სხვადასხვა ბლაგვ საგნებს ესროდნენ, მათ შორის ქვებს და ბოთლებს. პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავეს, დაშავდა 4 პოლიციელი.
პოლიციამ კიდევ ორი პირი დააკავა 17 აპრილს გამართულ საპროტესტო აქციაზე - ერთ-ერთს ცივი იარაღი აღმოაჩნდა.