ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპამდე საქართველოს კალათბურთის ნაკრები ორ მატჩს გამართავს

© Georgian Basketball Federationკალათბურთის ნაკრები
კალათბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2024
გამოწერა
2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გაიმართება.
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრები პარიზში ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე იტალიისა და ეგვიპტის ნაკრებებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, იუწყება საქართველოს კალათბურთის ფედერაცია.
ეროვნული ნაკრები იტალიის ნაკრებს 23 ივნისს, ტრენტოში დაუპირისპირდება, ეგვიპტის გუნდს კი 28 ივნისს, რიგაში შეხვდება.
პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 ადგილისთვის 24 გუნდი იბრძვის - საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ლატვიასთან და ფილიპინებთან ერთად მოხვდა.
ლატვიასთან თამაში 2 ივლისს გაიმართება, ფილიპინების ნაკრებთან კი 4 ივლისს.
ჯგუფიდან ნახევარფინალში ორი გუნდი გადის, სადაც ისინი B ჯგუფიდან (ბრაზილია, კამერუნი, მონტენეგრო) გასულ პირველ ორ ნაკრებს ჯვარედინი პრინციპით დაუპირისპირდებიან. შემდეგ კი გამარჯვებულებს შორის ფინალი შედგება. მატჩებს ლატვიის დედაქალაქი რიგა უმასპინძლებს.
2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0