ხელფასები საქართველოში: ვინ რამდენს იღებს

© photo: Sputnikლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2024
გამოწერა
საქართველოში დაქირავებული მუშაკების საშუალო ნომინალური თვიური ხელფასი 2044,5 ლარს შეადგენს
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. 2024 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში 12 ათას ლარზე მეტ ხელფასს 16,3 ათასი ადამიანი იღებდა, ამასთან 1,4 ათასი ადამიანის ხელფასი 50 ათას ლარს აჭარბებდა, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებულ მასალებში.
უწყების ინფორმაციით, საქართველოში 1,4 ათასიდან 128 ადამიანის ხელფასი 70 ათასზე მეტია, 97 ადამიანის ხელფასი 80 ათასს აჭარბებს, 59 ადამიანის ხელფასი - 90 ათასზე მეტია, ხოლო 400 ადამიანს 100 ათას ლარზე მეტი ხელფასი აქვს.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2024 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით 350,7 ათასი ადამიანი 1 ათას ლარზე ნაკლებ ხელფასს იღებდა, 94,8 ათასი კი 1000-დან 1200 ლარამდე. 258,2 ათასი ადამიანის ხელფასი 1,2 ათასიდან 2,4 ათასამდე მერყეობს.
საქართველოში დაქირავებული მუშაკების საშუალო ნომინალური თვიური ხელფასი 2044,5 ლარია, საარსებო მინიმუმი ერთ ადამიანზე 249,7 ლარია.
ყველა ახალი ამბავი
0