https://sputnik-georgia.com/20240420/saqartvelos-moqalaqeebs-sagadasaxado-davalianebebi-camoewerebat-287446222.html
საქართველოს მოქალაქეებს საგადასახადო დავალიანებები ჩამოეწერებათ
საქართველოს მოქალაქეებს საგადასახადო დავალიანებები ჩამოეწერებათ
Sputnik საქართველო
ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც ფლობენ ოფშორულ აქტივებს, ამ აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის შეღავათებს მიიღებენ 20.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-20T10:30+0400
2024-04-20T10:30+0400
2024-04-20T10:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0f/275807137_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_423b211228b79793150a4f09494471b0.jpg
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომლებიც ითვალისწინებს 2021 წლის 1 იანვრამდე დაგროვებული საგადასახადო დავალიანებებისგან გათავისუფლებას და ასევე საგადასახადო შეღავათებს ე.წ. ოფშორებიდან აქტივების გადმოტანას.საუბარია მხოლოდ იმ აქტივებზე, რომლებიც ქართულ საწარმოებს 2028 წლის 1 იანვრამდე გადაეცემათ იმ პირობით, რომ საქართველოში და ოფშორებში არსებული აქტივების 100 პროცენტი ერთი და იგივე კომპანიის ან პირის საკუთრებაშია.კანონპროექტის მიხედვით, ოფშორული კომპანიებიდან აქტივების გადაცემისას საქართველოში მოქმედი მიმღები კომპანია თავისუფლდება ამ აქტივზე იმპორტის გადასახადისგან, თუ ოპერაცია 2028 წლის 1 იანვრამდე დასრულდება.ამასთან, ასეთ ტრანზაქციაში მონაწილე საწარმო ოფშორული კომპანიისგან საქართველოში ფიზიკური აქტივის მიღებისას 2030 წლის 1 იანვრამდე იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზეზი არის ის, რომ ოფშორული კომპანიების საქმიანობა რთულია და ხშირ შემთხვევაში მათ მეტი გამჭვირვალობა და გადასახადების გადახდა მოეთხოვებათ. ამიტომ ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც ფლობენ ოფშორულ აქტივებს, ამ აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის შეღავათებს მიიღებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0f/275807137_236:0:2967:2048_1920x0_80_0_0_8b7e1bd0a02de39608458bf040362f49.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს მოქალაქეებს საგადასახადო დავალიანებები ჩამოეწერებათ
ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც ფლობენ ოფშორულ აქტივებს, ამ აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის შეღავათებს მიიღებენ
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომლებიც ითვალისწინებს 2021 წლის 1 იანვრამდე დაგროვებული საგადასახადო დავალიანებებისგან გათავისუფლებას და ასევე საგადასახადო შეღავათებს ე.წ. ოფშორებიდან აქტივების გადმოტანას.
საუბარია მხოლოდ იმ აქტივებზე, რომლებიც ქართულ საწარმოებს 2028 წლის 1 იანვრამდე გადაეცემათ იმ პირობით, რომ საქართველოში და ოფშორებში არსებული აქტივების 100 პროცენტი ერთი და იგივე კომპანიის ან პირის საკუთრებაშია.
კანონპროექტის მიხედვით, ოფშორული კომპანიებიდან აქტივების გადაცემისას საქართველოში მოქმედი მიმღები კომპანია თავისუფლდება ამ აქტივზე იმპორტის გადასახადისგან, თუ ოპერაცია 2028 წლის 1 იანვრამდე დასრულდება.
ამასთან, ასეთ ტრანზაქციაში მონაწილე საწარმო ოფშორული კომპანიისგან საქართველოში ფიზიკური აქტივის მიღებისას 2030 წლის 1 იანვრამდე იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზეზი არის ის, რომ ოფშორული კომპანიების საქმიანობა რთულია და ხშირ შემთხვევაში მათ მეტი გამჭვირვალობა და გადასახადების გადახდა მოეთხოვებათ. ამიტომ ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც ფლობენ ოფშორულ აქტივებს, ამ აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის შეღავათებს მიიღებენ.