https://sputnik-georgia.com/20240420/saqartvelo-veravis-ver-daicavs-evrokavsirisa-an-ass-is-sanqciebisgan-ocnebis-deputati-287446391.html
საქართველო ვერავის ვერ დაიცავს ევროკავშირის ან აშშ-ის სანქციებისგან - „ოცნების“ დეპუტატი
საქართველო ვერავის ვერ დაიცავს ევროკავშირის ან აშშ-ის სანქციებისგან - „ოცნების“ დეპუტატი
Sputnik საქართველო
კანონპროექტის მიღების მიზეზი არის ის, რომ ოფშორული კომპანიების საქმიანობა რთულია და ხშირ შემთხვევაში მათ მეტი გამჭვირვალობა და გადასახადების გადახდა... 20.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-20T11:10+0400
2024-04-20T11:10+0400
2024-04-20T11:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოცნება
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/283000743_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_6b3cfe1d8a305d9d7476b9085782bffa.jpg
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველო ვერავის ვერ დაეხმარება ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციებისგან თავიდან არიდებაში, თუნდაც ე.წ ოფშორების კანონის მიღებით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ.ოპოზიცია აცხადებს, რომ ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს ქართული კომპანიებისთვის ოფშორული ზონებიდან თანხების გადმოტანისთვის, მიღებულია იმ მიზნით, რომ ქართველმა მილიარდერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთის მხრიდან შესაძლო სანქციები აირიდოს.საუბარია მხოლოდ იმ აქტივებზე, რომლებიც ქართულ საწარმოებს 2028 წლის 1 იანვრამდე გადაეცემათ იმ პირობით, რომ საქართველოში და ოფშორებში არსებული აქტივების 100 პროცენტი ერთი და იგივე კომპანიის ან პირის საკუთრებაშია.კანონპროექტის მიხედვით, ოფშორული კომპანიებიდან აქტივების გადაცემისას საქართველოში მოქმედი მიმღები კომპანია თავისუფლდება ამ აქტივზე იმპორტის გადასახადისგან, თუ ოპერაცია 2028 წლის 1 იანვრამდე დასრულდება.ამასთან, ასეთ ტრანზაქციაში მონაწილე საწარმო ოფშორული კომპანიისგან საქართველოში ფიზიკური აქტივის მიღებისას 2030 წლის 1 იანვრამდე იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზეზი არის ის, რომ ოფშორული კომპანიების საქმიანობა რთულია და ხშირ შემთხვევაში მათ მეტი გამჭვირვალობა და გადასახადების გადახდა მოეთხოვებათ. ამიტომ ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც ფლობენ ოფშორულ აქტივებს, ამ აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის შეღავათებს მიიღებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/283000743_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_50f01181f9174c774370faae83375b8c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
საქართველო ვერავის ვერ დაიცავს ევროკავშირის ან აშშ-ის სანქციებისგან - „ოცნების“ დეპუტატი
კანონპროექტის მიღების მიზეზი არის ის, რომ ოფშორული კომპანიების საქმიანობა რთულია და ხშირ შემთხვევაში მათ მეტი გამჭვირვალობა და გადასახადების გადახდა მოეთხოვებათ, განაცხადა დეპუტატმა
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველო ვერავის ვერ დაეხმარება ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციებისგან თავიდან არიდებაში, თუნდაც ე.წ ოფშორების კანონის მიღებით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს ქართული კომპანიებისთვის ოფშორული ზონებიდან თანხების გადმოტანისთვის, მიღებულია იმ მიზნით, რომ ქართველმა მილიარდერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთის მხრიდან შესაძლო სანქციები აირიდოს.
„სანქციებზე საუბარი ზოგიერთისგან მიკვირს, თორემ ყველამ შეიძლება ეს არ იცოდეს - რა სანქციებზე ლაპარაკობთ ხალხო! აშშ-მა რომ სანქციები დააწესოს, საქართველო უშველის მაგას? საქართველო დაგიფარავს? აშშ და ევროპა რომ სანქციებს აწესებს, ჩინეთი, რომელიც მეორე ეკონომიკაა ნომინალში, ხოლო გამოშვებული პროდუქციით პირველი, ის ერიდება და არ აკეთებს მაგას და საქართველო დაიცავს?! თუ საქართველოში გადმოიტანს და ანგარიშზე დადებს, ბანკი გაქრება?! ყველა გადარიცხვა ამერიკული და ევროპული ბანკებიდან ხდება! თუ სანქცია დაწესდა, ვერაფერს ვერ გააკეთებ - რა საქართველო, რის საქართველო!“ - განაცხადა კვიჟინაძემ.
საუბარია მხოლოდ იმ აქტივებზე, რომლებიც ქართულ საწარმოებს 2028 წლის 1 იანვრამდე გადაეცემათ იმ პირობით, რომ საქართველოში და ოფშორებში არსებული აქტივების 100 პროცენტი ერთი და იგივე კომპანიის ან პირის საკუთრებაშია.
კანონპროექტის მიხედვით, ოფშორული კომპანიებიდან აქტივების გადაცემისას საქართველოში მოქმედი მიმღები კომპანია თავისუფლდება ამ აქტივზე იმპორტის გადასახადისგან, თუ ოპერაცია 2028 წლის 1 იანვრამდე დასრულდება.
ამასთან, ასეთ ტრანზაქციაში მონაწილე საწარმო ოფშორული კომპანიისგან საქართველოში ფიზიკური აქტივის მიღებისას 2030 წლის 1 იანვრამდე იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზეზი არის ის, რომ ოფშორული კომპანიების საქმიანობა რთულია და ხშირ შემთხვევაში მათ მეტი გამჭვირვალობა და გადასახადების გადახდა მოეთხოვებათ. ამიტომ ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც ფლობენ ოფშორულ აქტივებს, ამ აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის შეღავათებს მიიღებენ.