https://sputnik-georgia.com/20240420/sajaro-uwyebebsi-stajireba-ufro-xelmisawvdomi-gaxdeba-axali-kanoni-287453097.html
საჯარო უწყებებში სტაჟირება უფრო ხელმისაწვდომი გახდება - ახალი პროექტი
საჯარო უწყებებში სტაჟირება უფრო ხელმისაწვდომი გახდება - ახალი პროექტი
Sputnik საქართველო
სტაჟიორთა რიცხოვნობის ზრდა არა მხოლოდ აძლიერებს სტუდენტების უნარებსა და ცოდნას, არამედ წარმოადგენს გადამწყვეტ საფეხურს მათ პროფესიულ განვითარებაში, მიაჩნიათ... 20.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-20T21:44+0400
2024-04-20T21:44+0400
2024-04-20T21:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/283000743_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_6b3cfe1d8a305d9d7476b9085782bffa.jpg
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში, რომლებიც საქართველოს სამთავრობო უწყებებში სტაჟიორთა კვოტების გაზრდას გულისხმობს, პარლამენტის ბიუროს 22 აპრილს წარედგინება.მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, სტაჟიორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო უწყების თანამშრომელთა საერთო რაოდენობის 10%-ს.ცვლილებების ავტორები - მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატები - სტაჟიორების ლიმიტის 20%-მდე გაზრდას გეგმავენ.ავტორების თქმით, თუ სტაჟიორების 10%-იანი ლიმიტი 20%-მდე გაიზრდება, სტაჟიორთა რაოდენობა გაიზრდება, რაც სამთავრობო უწყებებს საშუალებას მისცემს შესთავაზონ სტაჟირების პროგრამა უფრო მეტ ბენეფიციარს.მათი თქმით, საჯარო დაწესებულებები შეიძენენ დამატებით მოტივირებულ ადამიანურ რესურს, რაც საჯარო უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.სტაჟიორთა რიცხოვნობის ზრდა არა მხოლოდ აძლიერებს სტუდენტების უნარებსა და ცოდნას, არამედ წარმოადგენს გადამწყვეტ საფეხურს მათ პროფესიულ განვითარებაში. საქართველოში სტაჟირება ანაზღაურებადია. ამასთან, ანაზღაურებადი ხდება საჯარო დაწესებულებების სტაჟიორთა მივლინების ხარჯები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/283000743_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_50f01181f9174c774370faae83375b8c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება
საჯარო უწყებებში სტაჟირება უფრო ხელმისაწვდომი გახდება - ახალი პროექტი
სტაჟიორთა რიცხოვნობის ზრდა არა მხოლოდ აძლიერებს სტუდენტების უნარებსა და ცოდნას, არამედ წარმოადგენს გადამწყვეტ საფეხურს მათ პროფესიულ განვითარებაში, მიაჩნიათ კანონპროექტის ავტორებს
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში, რომლებიც საქართველოს სამთავრობო უწყებებში სტაჟიორთა კვოტების გაზრდას გულისხმობს, პარლამენტის ბიუროს 22 აპრილს წარედგინება.
მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, სტაჟიორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო უწყების თანამშრომელთა საერთო რაოდენობის 10%-ს.
ცვლილებების ავტორები - მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატები - სტაჟიორების ლიმიტის 20%-მდე გაზრდას გეგმავენ.
ავტორების თქმით, თუ სტაჟიორების 10%-იანი ლიმიტი 20%-მდე გაიზრდება, სტაჟიორთა რაოდენობა გაიზრდება, რაც სამთავრობო უწყებებს საშუალებას მისცემს შესთავაზონ სტაჟირების პროგრამა უფრო მეტ ბენეფიციარს.
მათი თქმით, საჯარო დაწესებულებები შეიძენენ დამატებით მოტივირებულ ადამიანურ რესურს, რაც საჯარო უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
სტაჟიორთა რიცხოვნობის ზრდა არა მხოლოდ აძლიერებს სტუდენტების უნარებსა და ცოდნას, არამედ წარმოადგენს გადამწყვეტ საფეხურს მათ პროფესიულ განვითარებაში. საქართველოში სტაჟირება ანაზღაურებადია. ამასთან, ანაზღაურებადი ხდება საჯარო დაწესებულებების სტაჟიორთა მივლინების ხარჯები.