https://sputnik-georgia.com/20240420/ras-moutans-saqartvelos-ofsorebis-axali-kanoni-politologis-tvalsazrisi-287452814.html
რას მოუტანს საქართველოს „ოფშორების“ ახალი კანონი - პოლიტოლოგის თვალსაზრისი
რას მოუტანს საქართველოს „ოფშორების“ ახალი კანონი - პოლიტოლოგის თვალსაზრისი
Sputnik საქართველო
ხსენებული კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოს ევროინტეგრაცია ძალიან გართულდება, ფიქრობს გია ხუხაშვილი 20.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-20T20:29+0400
2024-04-20T20:29+0400
2024-04-20T23:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283443201_0:90:1281:810_1920x0_80_0_0_f1457a13ffc2cdb96bc727d46f10f69f.jpg
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველო, ოფშორული კომპანიებიდან თანხების გადმოტანისას საგადასახადო შეღავათების შემოღებით, მხოლოდ კრიმინალის და სპეცსამსახურების ფულს მოიზიდავს, აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ოფშორული ანგარიშებიდან თანხების გატანისას საგადასახადო შეღავათების შემოღებას.გია ხუხაშვილის თქმით, ხსენებული კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოს ევროინტეგრაცია ძალიან გართულდება.„ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია პლინტუსს ქვემოთ ჩამოვა ამის გარანტიას გაძლევთ. დასავლეთი დაიკეტება, როგორც კი ეს პროცესი ამოიქოქება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.მიღებული კანონპროექტის თანახმად, საუბარია მხოლოდ იმ აქტივებზე, რომლებიც ქართულ საწარმოებს 2028 წლის 1 იანვრამდე გადაეცემათ იმ პირობით, რომ საქართველოში და ოფშორებში არსებული აქტივების 100 პროცენტი ერთი და იგივე კომპანიის ან პირის საკუთრებაშია.კანონპროექტის მიხედვით, ოფშორული კომპანიებიდან აქტივების გადაცემისას საქართველოში მოქმედი მიმღები კომპანია თავისუფლდება ამ აქტივზე იმპორტის გადასახადისგან, თუ ოპერაცია 2028 წლის 1 იანვრამდე დასრულდება.ამასთან, ასეთ ტრანზაქციაში მონაწილე საწარმო ოფშორული კომპანიისგან საქართველოში ფიზიკური აქტივის მიღებისას 2030 წლის 1 იანვრამდე იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზეზი არის ის, რომ ოფშორული კომპანიების საქმიანობა რთულია და ხშირ შემთხვევაში მათ მეტი გამჭვირვალობა და გადასახადების გადახდა მოეთხოვებათ. ამიტომ ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც ფლობენ ოფშორულ აქტივებს, ამ აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის შეღავათებს მიიღებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283443201_0:0:1137:852_1920x0_80_0_0_9094f18b51fb06e99ce7351498b52e20.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
რას მოუტანს საქართველოს „ოფშორების“ ახალი კანონი - პოლიტოლოგის თვალსაზრისი
20:29 20.04.2024 (განახლებულია: 23:22 20.04.2024) ხსენებული კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოს ევროინტეგრაცია ძალიან გართულდება, ფიქრობს გია ხუხაშვილი
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველო, ოფშორული კომპანიებიდან თანხების გადმოტანისას საგადასახადო შეღავათების შემოღებით, მხოლოდ კრიმინალის და სპეცსამსახურების ფულს მოიზიდავს, აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ოფშორული ანგარიშებიდან თანხების გატანისას საგადასახადო შეღავათების შემოღებას.
„ფაქტობრივად, საქართველოსკენ მხოლოდ კრიმინალური ფული წამოვა და ასევე სპეცსამსახურების ფული, რომელიც პოლიტიკურ ბოროტებას ემსახურება სამყაროში“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
გია ხუხაშვილის თქმით, ხსენებული კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოს ევროინტეგრაცია ძალიან გართულდება.
„ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია პლინტუსს ქვემოთ ჩამოვა ამის გარანტიას გაძლევთ. დასავლეთი დაიკეტება, როგორც კი ეს პროცესი ამოიქოქება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მიღებული კანონპროექტის თანახმად, საუბარია მხოლოდ იმ აქტივებზე, რომლებიც ქართულ საწარმოებს 2028 წლის 1 იანვრამდე გადაეცემათ იმ პირობით, რომ საქართველოში და ოფშორებში არსებული აქტივების 100 პროცენტი ერთი და იგივე კომპანიის ან პირის საკუთრებაშია.
კანონპროექტის მიხედვით, ოფშორული კომპანიებიდან აქტივების გადაცემისას საქართველოში მოქმედი მიმღები კომპანია თავისუფლდება ამ აქტივზე იმპორტის გადასახადისგან, თუ ოპერაცია 2028 წლის 1 იანვრამდე დასრულდება.
ამასთან, ასეთ ტრანზაქციაში მონაწილე საწარმო ოფშორული კომპანიისგან საქართველოში ფიზიკური აქტივის მიღებისას 2030 წლის 1 იანვრამდე იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზეზი არის ის, რომ ოფშორული კომპანიების საქმიანობა რთულია და ხშირ შემთხვევაში მათ მეტი გამჭვირვალობა და გადასახადების გადახდა მოეთხოვებათ. ამიტომ ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც ფლობენ ოფშორულ აქტივებს, ამ აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის შეღავათებს მიიღებენ.