https://sputnik-georgia.com/20240420/burias-gamocda-287448683.html
მიმოხილვა: მცირე სარაკეტო ხომალდი „ბურია“ ცდებს წარმატებით გადის
მიმოხილვა: მცირე სარაკეტო ხომალდი „ბურია“ ცდებს წარმატებით გადის
Sputnik საქართველო
რუსეთის ბალტიის სამხედრო საზღვაო ფლოტი აქტიურად ივსება პროექტ 22800 „კარაკურტას“ ხომალდებით, რომლებიც აღჭურვილია ფრთოსანი რაკეტებით „კალიბრი“ და „ონიქსი“..... 20.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-20T14:26+0400
2024-04-20T14:26+0400
2024-04-20T14:26+0400
ანალიტიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/14/287443771_0:186:2977:1861_1920x0_80_0_0_93cd358f699bce5f24a9519a4874ec0b.jpg
რუსეთის ბალტიის სამხედრო საზღვაო ფლოტი აქტიურად ივსება პროექტ 22800 „კარაკურტას“ ხომალდებით, რომლებიც აღჭურვილია ფრთოსანი რაკეტებით „კალიბრი“ და „ონიქსი“... „კარაკუტების“ უნარი, გაანადგურონ საჰაერო, წყლისქვეშა და სანაპირო მიზნები არის ღირსეული პასუხი ბალტიის რეგიონში და რუსეთის მიერ კონტროლირებად სხვა ზონებში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის აგრესიულ განვითარებაზე.მცირე სარაკეტო ხომალდის „ბურიას“ სახელმწიფო ცდები სრულდება. იგი არის პროექტ 22800 „კარაკუტას“ მეორე ხომალდი, რომელიც აღჭურვილია ჰაერსწინააღმდეგო თავდაცვის საარტილერიო კომპლექსით „პანცირ-მ“....„“ბურიას“ მთავარი იარაღია, ბრძოლაში არა ერთხელ შემოწმებყლი ფრთოსანი რაკეტები „კალიბრ“, რომლებსაც შეუძლიათ, გაანადგურონ მიზანი 2500 კმ მანძილიდან... გარდა ამისა, „ბურიას“ შეუძლია, გაანადგუროს მოწინააღმდეგის სარაკეტო ხომალდი, სამხედრო ბაზა ან აეროდრომი. საგულისხმოა, რომ მანძილი რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზიდან ბალტიისკში გერმანიის ავიაბაზამდე Ramstein შეადგენს სულ რაღაც 1000 კმ. საბრძოლო ამოცანების შესრულება „ბურიას“ შეუძლია დამოუკიდებლადაც და სახომალდო დამრტყმელი ჯგუფთან ერთადაც. იგი აღჭურვილია მართვის, რადიოტექნიკური შეიარაღების, რადიოკავშირის, სანავიგაციო, რადიოელექტრონული ბრძოლის თანამედროვე კომპლექსებით, სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატით „ორლან-10“.სხვა უახლესი პროექტებისგან განსხვავებით, „კარაკურტაზე“ თავიდანვე ყველაფერი საიმედოდ მუშაობს და არაფრის გასწორება საჭირო არ არის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხომალდი ეფექტიანი და ზედმეტად დიდ დანახარჯებს მისი წარმოება არ საჭიროებს.„კარაკურტის“ მთავარი დანიშნულება - ახლო საზღვაო ზონის დაცვაა. აუცილებლობის შემთხვევაში, ზეზუსტი ფრთოსანი რაკეტები, 2500 კმ სიშორით, გარდაჰქმნიან მცირე სარაკეტო ხომალდს სტრატეგიული შეკავების საშუალებად. „კარაკურტს“ გააჩნია ცეცხლის მართვის მაღალტექნოლოგიური ავტომატიზებული სისტემა. გარემოს მონიტორინგს ეკიპაჟი ახორციელებს მრავალფუნქციური კომპლექსის „მინერალ-მ“ - ის მეშვეობით. ამ ხომალდის ერთ-ერთი სავარაუდო სპეციალიზაცია მოწინააღმდეგის წყალქვეშა ხომალდებზე „ნადირობა“ შეიძლება იყოს.ინტეგრირებული „პანცირი“ ერთადერთი სისტემაა მსოფლიოში, რომელზეც შეთავსებულია მძლავრი საარტილერიო იარაღი და მრავალრეჟიმიანი სარაკეტო შეიარაღება, რადიოსალოკაციო-ოპტიკური მართვის სისტემა. კომპლექსი უზრუნველყოფს თითქმის ელვისებურ (სამ-ხუთ წამში) რეაქციას საფრთხეებზე და შეუძლია, გაანადგუროს ყველა ტიპის საჰაერო მიზნები, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების, ავიაბომბების, უპილოტო საფრენი აპარატების ჩათვლით. პროექტ 22800-ის სარაკეტო ხომალდები უნიკალურია თავიანთი კონსტრუქციითა და საბრძოლო შესაძლებლობებით, მთლიანად შეესაბამებიან ბალტიის ფლოტის მთავარ ამოცანებს და მნიშვნელოვნად ზრდიან სამხედრო საზღვაო ფლოტის საოპერაციო შესაძლებლობებს.უახლესმა მცირე სარაკეტო ხომალდებმა დასავლეთის აქტიური ყურადღება მიიპყრო. ამერიკულმა სამხედრო-პოლიტიკურმა პორტალმა The National Interest უკვე გამოაქვეყნა მიმოხილვა, რომელიც მთლიანად მიუძღვნა პროექტ „კარაკურტის“ მცირე სარაკეტო ხომალდებს და რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მოდერნიზაციას.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/14/287443771_124:0:2853:2047_1920x0_80_0_0_812f88199ebaa5e45cca6b7f3698466f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მიმოხილვები
რუსეთის ბალტიის სამხედრო საზღვაო ფლოტი აქტიურად ივსება პროექტ 22800 „კარაკურტას“ ხომალდებით, რომლებიც აღჭურვილია ფრთოსანი რაკეტებით „კალიბრი“ და „ონიქსი“... „კარაკუტების“ უნარი, გაანადგურონ საჰაერო, წყლისქვეშა და სანაპირო მიზნები არის ღირსეული პასუხი ბალტიის რეგიონში და რუსეთის მიერ კონტროლირებად სხვა ზონებში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის აგრესიულ განვითარებაზე.
მცირე სარაკეტო ხომალდის „ბურიას“ სახელმწიფო ცდები სრულდება. იგი არის პროექტ 22800 „კარაკუტას“ მეორე ხომალდი, რომელიც აღჭურვილია ჰაერსწინააღმდეგო თავდაცვის საარტილერიო კომპლექსით „პანცირ-მ“....
„“ბურიას“ მთავარი იარაღია, ბრძოლაში არა ერთხელ შემოწმებყლი ფრთოსანი რაკეტები „კალიბრ“, რომლებსაც შეუძლიათ, გაანადგურონ მიზანი 2500 კმ მანძილიდან... გარდა ამისა, „ბურიას“ შეუძლია, გაანადგუროს მოწინააღმდეგის სარაკეტო ხომალდი, სამხედრო ბაზა ან აეროდრომი. საგულისხმოა, რომ მანძილი რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზიდან ბალტიისკში გერმანიის ავიაბაზამდე Ramstein შეადგენს სულ რაღაც 1000 კმ.
საბრძოლო ამოცანების შესრულება „ბურიას“ შეუძლია დამოუკიდებლადაც და სახომალდო დამრტყმელი ჯგუფთან ერთადაც. იგი აღჭურვილია მართვის, რადიოტექნიკური შეიარაღების, რადიოკავშირის, სანავიგაციო, რადიოელექტრონული ბრძოლის თანამედროვე კომპლექსებით, სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატით „ორლან-10“.
სხვა უახლესი პროექტებისგან განსხვავებით, „კარაკურტაზე“ თავიდანვე ყველაფერი საიმედოდ მუშაობს და არაფრის გასწორება საჭირო არ არის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხომალდი ეფექტიანი და ზედმეტად დიდ დანახარჯებს მისი წარმოება არ საჭიროებს.
„კარაკურტის“ მთავარი დანიშნულება - ახლო საზღვაო ზონის დაცვაა. აუცილებლობის შემთხვევაში, ზეზუსტი ფრთოსანი რაკეტები, 2500 კმ სიშორით, გარდაჰქმნიან მცირე სარაკეტო ხომალდს სტრატეგიული შეკავების საშუალებად. „კარაკურტს“ გააჩნია ცეცხლის მართვის მაღალტექნოლოგიური ავტომატიზებული სისტემა. გარემოს მონიტორინგს ეკიპაჟი ახორციელებს მრავალფუნქციური კომპლექსის „მინერალ-მ“ - ის მეშვეობით. ამ ხომალდის ერთ-ერთი სავარაუდო სპეციალიზაცია მოწინააღმდეგის წყალქვეშა ხომალდებზე „ნადირობა“ შეიძლება იყოს.
ინტეგრირებული „პანცირი“ ერთადერთი სისტემაა მსოფლიოში, რომელზეც შეთავსებულია მძლავრი საარტილერიო იარაღი და მრავალრეჟიმიანი სარაკეტო შეიარაღება, რადიოსალოკაციო-ოპტიკური მართვის სისტემა. კომპლექსი უზრუნველყოფს თითქმის ელვისებურ (სამ-ხუთ წამში) რეაქციას საფრთხეებზე და შეუძლია, გაანადგუროს ყველა ტიპის საჰაერო მიზნები, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების, ავიაბომბების, უპილოტო საფრენი აპარატების ჩათვლით.
პროექტ 22800-ის სარაკეტო ხომალდები უნიკალურია თავიანთი კონსტრუქციითა და საბრძოლო შესაძლებლობებით, მთლიანად შეესაბამებიან ბალტიის ფლოტის მთავარ ამოცანებს და მნიშვნელოვნად ზრდიან სამხედრო საზღვაო ფლოტის საოპერაციო შესაძლებლობებს.
უახლესმა მცირე სარაკეტო ხომალდებმა დასავლეთის აქტიური ყურადღება მიიპყრო. ამერიკულმა სამხედრო-პოლიტიკურმა პორტალმა The National Interest უკვე გამოაქვეყნა მიმოხილვა, რომელიც მთლიანად მიუძღვნა პროექტ „კარაკურტის“ მცირე სარაკეტო ხომალდებს და რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მოდერნიზაციას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე