https://sputnik-georgia.com/20240419/gamwvirvalobis-kanonis-sawinaarmdego-aqciaze-dakavebulebi-gaatavisufles-287425692.html
ე.წ. გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს
ე.წ. გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს
Sputnik საქართველო
ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა სასამართლო სხდომა გადაიდო, პროცესი 24-25 აპრილს ჩაინიშნა. 19.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-19T13:45+0400
2024-04-19T13:45+0400
2024-04-19T16:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
თბილისის საქალაქო სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/10/287369618_0:22:1280:742_1920x0_80_0_0_592c86b37f65d42c1767a6828285674e.jpg
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. თბილისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს - მათ შორის ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.საქართველოს პარლამენტთან ბოლო რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს დასავლელი პარტნიორები ეწინააღმდეგებიან. საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ბრძანებების დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.საქართველოს პარლამენტთან ბოლო რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს დასავლელი პარტნიორები ეწინააღმდეგებიან. საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.ადვოკატ ანა გახოკიძის თქმით, არსებითი განხილვა არ დაწყებულა და სასამართლო განხილვა შუამდგომლობების ეტაპზე შეჩერდა. მისი დაცვის ქვეშ მყოფი ცხრავე პირი მკაფიოდ აცხადებს, რომ წესრიგი არ დაურღვევია, განაცხადა ადვოკატმა.ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა სასამართლო სხდომა გადაიდო, პროცესი 24-25 აპრილს ჩაინიშნა.მეორე ადვოკატის, მარიამ მაღრაძის თქმით, პროცესი გადაიდო, რადგან შსს-მ დამატებითი მტკიცებულებების შესაგროვებლად დრო ითხოვა. ამ შემთხვევაში ადვოკატების პოზიციაც ანალოგიურია, რადგან დაკავებულთა დაცვის მხარესაც სჭირდება დრო, რათა უკეთესი დაცვა უზრუნველყონ, აღნიშნა მაღრაძემ.როგორც ადრე შსს-ში განაცხადეს, აქციის მიმდინარეობისას პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები. აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში, მათ წინააღმდეგობა გაუწიეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციაზე დაკავებულები საპირისპიროს აცხადებენ, მათ შორის პერია „ლელოს“ გენმდივანი ირაკლი კუპრაძე, რომელმაც მიტინგის დაშლას მძიმე დანაშაული უწოდა.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.მმართველმა პარტიამ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/10/287369618_132:0:1149:763_1920x0_80_0_0_578001bdb8ff4d04a39ecca160cb0e61.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, თბილისის საქალაქო სასამართლო
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, თბილისის საქალაქო სასამართლო
ე.წ. გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს
13:45 19.04.2024 (განახლებულია: 16:44 19.04.2024) ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა სასამართლო სხდომა გადაიდო, პროცესი 24-25 აპრილს ჩაინიშნა.
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. თბილისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს - მათ შორის ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
საქართველოს პარლამენტთან ბოლო რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს დასავლელი პარტნიორები ეწინააღმდეგებიან. საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ბრძანებების დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
საქართველოს პარლამენტთან ბოლო რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს დასავლელი პარტნიორები ეწინააღმდეგებიან. საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
ადვოკატ ანა გახოკიძის თქმით, არსებითი განხილვა არ დაწყებულა და სასამართლო განხილვა შუამდგომლობების ეტაპზე შეჩერდა. მისი დაცვის ქვეშ მყოფი ცხრავე პირი მკაფიოდ აცხადებს, რომ წესრიგი არ დაურღვევია, განაცხადა ადვოკატმა.
ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა სასამართლო სხდომა გადაიდო, პროცესი 24-25 აპრილს ჩაინიშნა.
მეორე ადვოკატის, მარიამ მაღრაძის თქმით, პროცესი გადაიდო, რადგან შსს-მ დამატებითი მტკიცებულებების შესაგროვებლად დრო ითხოვა. ამ შემთხვევაში ადვოკატების პოზიციაც ანალოგიურია, რადგან დაკავებულთა დაცვის მხარესაც სჭირდება დრო, რათა უკეთესი დაცვა უზრუნველყონ, აღნიშნა მაღრაძემ.
როგორც ადრე შსს-ში განაცხადეს, აქციის მიმდინარეობისას პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები. აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში, მათ წინააღმდეგობა გაუწიეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციაზე დაკავებულები საპირისპიროს აცხადებენ, მათ შორის პერია „ლელოს“ გენმდივანი ირაკლი კუპრაძე, რომელმაც მიტინგის დაშლას მძიმე დანაშაული უწოდა.
„იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დღეებში საქართველოს პარლამენტთან იდგნენ და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს იცავდნენ, ვერ შეაშინებენ. მე მსგავსი სისასტიკის დარბევა არ მახსოვს - ადამიანს, რომელიც 2012 წლამდეც და მის შემდეგაც აქციებზე ვდგავარ“, - განუცხადა ჟურნალისტებს კუპრაძემ.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
მმართველმა პარტიამ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.