https://sputnik-georgia.com/20240418/tbilissa-da-qveynis-zogiewrt-raionsi-atmosferul-haersi-myarma-nawilakebma-imata-287410209.html
თბილისსა და ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში მყარმა ნაწილაკებმა იმატა
თბილისსა და ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში მყარმა ნაწილაკებმა იმატა
Sputnik საქართველო
ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება, აღნიშნავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. 18.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-18T13:37+0400
2024-04-18T13:37+0400
2024-04-18T13:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტო
ამინდი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24439/20/244392075_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_5ac2283d7dd2d777be0bc6317b6fb13b.jpg
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.უწყების ცნობით, მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე - www.air.gov.ge.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24439/20/244392075_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_98af380f4166ef1be76cd2dd9c09da52.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, ამინდი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, ამინდი საქართველოში
თბილისსა და ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში მყარმა ნაწილაკებმა იმატა
ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება, აღნიშნავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
უწყების ცნობით, მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
PM10 - ეს არის ჰაერში არსებული ნებისმიერი მყარი ნაწილაკი 10 მიკრომეტრი ან ნაკლები დიამეტრით, მათ შორის კვამლი, მტვერი, ჭვარტლი, მარილები, მჟავები და ლითონები. PM2.5 - შეწონილი მყარი მიკრონაწილაკები და სითხის უმცირესი წვეთები (10 ნმ - 2,5 მიკრონი დიამეტრის).
„აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე -
www.air.gov.ge.