https://sputnik-georgia.com/20240418/saqartvelos-parlamentis-tavmjdomarem-aqciebze-zalovanebis-moqmedebebi-seafasa-287421006.html
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აქციებზე ძალოვანების მოქმედებები შეაფასა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აქციებზე ძალოვანების მოქმედებები შეაფასა
Sputnik საქართველო
სპიკერის თქმით, აქციაზე იმყოფებოდნენ რადიკალური ჯგუფები, რომლებიც პოლიციის პროვოცირებას ცდილობდნენ. 18.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-18T22:43+0400
2024-04-18T22:43+0400
2024-04-19T16:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/10/287369553_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_693111ded05848f5f4c2e07b028ba549.jpg
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. ქართულმა პოლიციამ პროფესიონალურად იმოქმედა და პროპორციული ძალა გამოიყენა თბილისში საპროტესტო აქციების დროს, რითაც უზრუნველყო გამოხატვის თავისუფლება და მოქალაქეების უსაფრთხოება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.საქართველოს პარლამენტმა ოთხშაბათს,17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომლის მიღებასაც ეწინააღმდეგება როგორც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ქვეყნის დასავლელი პარტნიორები. კანონის მიღების წინააღმდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება.სპიკერის თქმით, აქციაზე იმყოფებოდნენ რადიკალური ჯგუფები, რომლებიც პოლიციის პროვოცირებას და სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას ცდილობდნენ.„აქაც პროპორციული რეაგირება იყო. საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად დაინახა. სწორედ ამიტომაც არის, რომ პოლიცია არის ერთ-ერთი წამყვანი ნდობის მხრივ საქართველოს საზოგადოებისგან. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ მომავალშიც, რომ პოლიციასთან ითანამშრომლოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.აქციების ქრონოლოგიასაპროტესტო აქცია 15 აპრილს დილით დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა. მომიტინგეები პარლამენტის შესასვლელებთან ცდილობდნენ მიახლოებას, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. შედეგად 14 ადამიანი დააკავეს, შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა ერთი პოლიციელი.16 აპრილს თბილისის ცენტრში გამართული საპროტესტო აქცია მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-ს თანამშრომლების მხრიდან აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ პროტესტი კანონით გათვალისწინებული ფორმით გამოეხატათ და ძალისმიერი ქმედებები არ განეხორციელებინათ, აქციის მონაწილეები პოლიციელებს სხვადასხვა ბლაგვ საგნებს ესროდნენ, მათ შორის ქვებს და ბოთლებს. პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავეს, დაშავდა 4 პოლიციელი.17 აპრილს კი პოლიციამ კიდევ ორი მომიტინგე დააკავა - მშვიდობიანი ფორმით პროტესტის გამოხატვაზე უარის გამო. ერთ-ერთს ცივი იარაღი აღმოაჩნდა.აგრესიაზე, რომელიც საპროტესტო აქციის დროს დაფიქსირდა, შესაბამისი პასუხი გაეცა, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.მისი თქმით, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განუმარტოს ყველას, რამდენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ კანონის მიღება.„საჯარო სივრცეში მოქმედი ყველა ორგანიზაცია მაქსიმალურად უნდა იყოს გამჭვირვალე და ქართველ ხალხს აქვს უფლება იცოდეს, ყველა ორგანიზაცია, რომელიც ამ ქვეყანაში მოქმედებს, საიდან ფინანსდება და რა კონკრეტულ ინტერესებს ემსახურება და ატარებს“, - აღნიშნა რიჟვაძემ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/10/287369553_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_ea0000c6d794082e70a6eda5b34dfa0d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აქციებზე ძალოვანების მოქმედებები შეაფასა
22:43 18.04.2024 (განახლებულია: 16:41 19.04.2024) სპიკერის თქმით, აქციაზე იმყოფებოდნენ რადიკალური ჯგუფები, რომლებიც პოლიციის პროვოცირებას ცდილობდნენ.
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. ქართულმა პოლიციამ პროფესიონალურად იმოქმედა და პროპორციული ძალა გამოიყენა თბილისში საპროტესტო აქციების დროს, რითაც უზრუნველყო გამოხატვის თავისუფლება და მოქალაქეების უსაფრთხოება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა ოთხშაბათს,17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომლის მიღებასაც ეწინააღმდეგება როგორც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ქვეყნის დასავლელი პარტნიორები. კანონის მიღების წინააღმდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიციას, რომელმაც ამ დღეების განმავლობაში გამოაჩინა უმაღლესი პროფესიონალიზმი, რომელმაც უზრუნველყო ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლების დაცვა და აქციაზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, აქციაზე იმყოფებოდნენ რადიკალური ჯგუფები, რომლებიც პოლიციის პროვოცირებას და სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას ცდილობდნენ.
„აქაც პროპორციული რეაგირება იყო. საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად დაინახა. სწორედ ამიტომაც არის, რომ პოლიცია არის ერთ-ერთი წამყვანი ნდობის მხრივ საქართველოს საზოგადოებისგან. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ მომავალშიც, რომ პოლიციასთან ითანამშრომლოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საპროტესტო აქცია 15 აპრილს დილით დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა. მომიტინგეები პარლამენტის შესასვლელებთან ცდილობდნენ მიახლოებას, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. შედეგად 14 ადამიანი დააკავეს, შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა ერთი პოლიციელი.
16 აპრილს თბილისის ცენტრში გამართული საპროტესტო აქცია მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-ს თანამშრომლების მხრიდან აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ პროტესტი კანონით გათვალისწინებული ფორმით გამოეხატათ და ძალისმიერი ქმედებები არ განეხორციელებინათ, აქციის მონაწილეები პოლიციელებს სხვადასხვა ბლაგვ საგნებს ესროდნენ, მათ შორის ქვებს და ბოთლებს. პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავეს, დაშავდა 4 პოლიციელი.
17 აპრილს კი პოლიციამ კიდევ ორი მომიტინგე დააკავა - მშვიდობიანი ფორმით პროტესტის გამოხატვაზე უარის გამო. ერთ-ერთს ცივი იარაღი აღმოაჩნდა.
აგრესიაზე, რომელიც საპროტესტო აქციის დროს დაფიქსირდა, შესაბამისი პასუხი გაეცა, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.
„კიდევ ერთხელ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი ძალები მოქმედებენ ზეპროფესიონალურად და შეიძლება ევროპელებსაც ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ვასწავლოთ, როგორ უნდა გავცეთ ამ აგრესიაზე და მათ შორის ზღვარგადასულ ბულინგზე პასუხი“, - განაცხადა რიჟვაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განუმარტოს ყველას, რამდენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ კანონის მიღება.
„საჯარო სივრცეში მოქმედი ყველა ორგანიზაცია მაქსიმალურად უნდა იყოს გამჭვირვალე და ქართველ ხალხს აქვს უფლება იცოდეს, ყველა ორგანიზაცია, რომელიც ამ ქვეყანაში მოქმედებს, საიდან ფინანსდება და რა კონკრეტულ ინტერესებს ემსახურება და ატარებს“, - აღნიშნა რიჟვაძემ.