რას ვჭამთ: საქართველოში ნორმების დარღვევის გამო 24 კვების ობიექტი დახურეს

CC BY-SA 2.0 / stu_spivack / shawarmaშაურმა
შაურმა - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2024
გამოწერა
უწყება საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლს ააქტიურებს
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტომ ბოლო სამ თვეში საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი კვების 600-ზე მეტი ობიექტი შეამოწმა, ნათქვამია უწყების გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, თბილისში სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა 200-მდე ბიზნესოპერატორთან.
24 ობიექტში (აქედან თბილისში 14) გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები - სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.
„გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ბიზნეს-ოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, დოკუმენტური შემოწმების შედეგად დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევის შემთხვევები, ვადაგასული სურსათი. ბიზნეს-ოპერატორებს დაევალათ შესაბამისი ღონისძიებების გატარება. მითითებების შესრულებასა და სურსათის განადგურებაზე ზედამხედველობა სააგენტოს ინსპექტორებმა განახორციელეს.
უწყებაში აღნიშნავენ , რომ სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტად ახორციელებს საზკვების ობიექტების კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, ტურისტებით დატვირთულ რეგიონებში.
„შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სურსათის ეტიკეტირებას, მიკვლევადობას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის გამართულ ფუნქციონირებას“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში კვებითი მოწამვლის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. მარტში საშაურმეებში მასობრივი მოწამვლის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0