https://sputnik-georgia.com/20240418/italiasi-qartul0rvinos-gaecnen-287415847.html
იტალიაში ქართულ ღვინოს გაეცნენ
იტალიაში ქართულ ღვინოს გაეცნენ
Sputnik საქართველო
იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. 18.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-18T19:40+0400
2024-04-18T19:40+0400
2024-04-18T19:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ღვინო
იტალია
ღვინის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/17/283567449_0:0:2640:1484_1920x0_80_0_0_ac37f9fb9502f1e8ff32079135e3f6fc.jpg
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. იტალიის ქალაქ ვერონაში გამართულ გამოფენებში - Vinitaly და Orange Wine Festival - ქართული ღვინის მწარმოებელი ორი კომპანია და 25 საოჯახო მარანი მონაწილეობდა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.გამოფენებზე Vinitaly და Orange Wine Festival ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.Vinitaly ვერონაში 1967 წლიდან ტარდება და ის არის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გამოფენა, რომელიც ყოველწლიურად იმართება. წელს გამოფენაში მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის ათასამდე კომპანია მონაწილებდა.ქარვისფერი ღვინოების გამოფენა Orange Wine Festival კი წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.წელს ვერონაში გამართულ ფესტივალში მონაწილეობდა ღვინის 87 მწარმოებელი მარანი მსოფლიოს 11 ქვეყნიდან: საქართველო, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, სლოვენია, საბერძნეთი, ავსტრია, სლოვაკეთი, ხორვატია, ბულგარეთი და ჩეხეთი.ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ინტენსიურად ახორციელებს.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/17/283567449_0:0:2640:1980_1920x0_80_0_0_47de09ea502652c990102091c5b664b8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო, იტალია , ღვინის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო, იტალია , ღვინის ეროვნული სააგენტო
იტალიაში ქართულ ღვინოს გაეცნენ
იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. იტალიის ქალაქ ვერონაში გამართულ გამოფენებში - Vinitaly და Orange Wine Festival - ქართული ღვინის მწარმოებელი ორი კომპანია და 25 საოჯახო მარანი მონაწილეობდა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
გამოფენებზე Vinitaly და Orange Wine Festival ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.
„ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და პოპულარიზაციისთვის, აღნიშნულ გამოფენებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან აქ თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები და სავაჭრო სფეროს წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან“, - აღნიშულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Vinitaly ვერონაში 1967 წლიდან ტარდება და ის არის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გამოფენა, რომელიც ყოველწლიურად იმართება. წელს გამოფენაში მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის ათასამდე კომპანია მონაწილებდა.
ქარვისფერი ღვინოების გამოფენა Orange Wine Festival კი წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
წელს ვერონაში გამართულ ფესტივალში მონაწილეობდა ღვინის 87 მწარმოებელი მარანი მსოფლიოს 11 ქვეყნიდან: საქართველო, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, სლოვენია, საბერძნეთი, ავსტრია, სლოვაკეთი, ხორვატია, ბულგარეთი და ჩეხეთი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ინტენსიურად ახორციელებს.