https://sputnik-georgia.com/20240418/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-18-aprili-287380894.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 აპრილი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 აპრილი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები. 18.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-18T00:15+0400
2024-04-18T00:15+0400
2024-04-18T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23383/07/233830774_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_c777f0cd35b5377c2f6d1bc32158fff2.jpg
დღეს 2024 წლის 18 აპრილია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერიმფარველობს.გონება ნათელი იქნება, აზრი – მკაფიო, ასევე იქნება სურვილი, ყველაფერი მოაწესრიგოთ და თავისი ადგილი მიუჩინოთ. რის გაკეთებასაც დილით დაიწყებთ, შესაძლოა, მას მთელი დღე მოანდომოთ, მაგრამ, სამაგიეროდ, ამას იდეალურად გააკეთებთ. ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობების გამორკვევა არ ღირს – დღის მახასიათებლებიდან გამომდინარე, შეიძლება კამათში ერთმანეთს „ადამ და ევას“ პერიოდამდე გაურჩიოთ საქმეები.ვერძი: ირგვლივ მყოფები დღეს თქვენ მიმართ ძალზე კრიტიკულად იქნებიან განწყობილი, აქედან გამომდინარე, ჯობს, ურთიერთობები მინიმუმამდე დაიყვანოთ განსაკუთრებით ხელმძღვანელობასთან. თუ ამას ვერ მოახერხებთ, ისე ილაპარაკეთ და იმოქმედეთ, რომ ვერავინ ვერაფერში მოგედავოთ. ასევე არ ღირს ინიციატივის გამოჩენა, რათა ყურადღების ცენტრში არ მოექცეთ.კურო: საოცარი დღე გელოდებათ. არანაირი ხაფანგი არაა მოსალოდნელი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოდუნდეთ და გარშემომყოფების კრისტალურად სუფთა სინდისის იმედი გქონდეთ. თუმცა, იმის ალბათობა, რომ ვინმემ თქვენი მოტყუება სცადოს ან შეცდომაში შეგიყვანოთ განზრახ, ნულის ტოლია. ამიტომ კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და გარიგებების დასადებად, განსაკუთრებით, თუ გარიგებაში რისკის წილიც არის.ტყუპი: კარგი იქნება, თუ სამომავლო გეგმებს გადახედავთ. შესაძლოა, მათში რაღაც შეცდომა გაიპარა და საჭირო მიმართულებით არ მიდიხართ. დროდადრო საკუთარი ქმედებების კორექტირება, რეალობასთან შედარება აუცილებელია. თუ დღეს ამ საკითხებს დაუთმობთ, არ ინანებთ. ეს ილუზიებისა და მცდარი წარმოდგენებისგან გაგათავისუფლებთ, რომლებიც თქვენს პროგრესს ამუხრუჭებდა.კირჩხიბი: არაა გამორიცხული, რომ დღეს თქვენი მოქმედებების ან სიტყვების გამო ვინმეს წინაშე ანგარიშის ჩაბარება მოგიწიოთ. მოსალოდნელია ყველა შესაძლოა რევიზია, შემოწმება, ან, უბრალოდ, საკუთარი საქციელის განმარტების აუცილებლობა. რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს ეს პროცესი, მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ. თუ არ აღშფოთდებით, მაშინ ყველაფრის მარტივად ახსნას შეძლებთ.ლომი: დღეს დიპლომატია დაგჭირდებთ. გადასაჭრელი საკითხები ძალზე დელიკატური იქნება, ამიტომ პირდაპირ „პირში მიხლის“ ტაქტიკა არ ივარგებს. თუ გარშემომყოფების გრძნობებზე არ დაფიქრდებით, არის რისკი, რომ უამრავ პრობლემას წააწყდეთ და ჩააგდოთ ნებისმიერი მოლაპარაკება. მხოლოდ მაქსიმალური მოთმინებისა და ტაქტის გამოჩენით შეძლებთ, რომ ირგვლივ მყოფებმა სწორად გაგიგონ.ქალწული: ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს გარშემომყოფებთან თქვენი თამაში არ წამოიწყოთ – არის წაგების რისკი. თუ წარსულში ცდილობდით რამე ინფორმაციის დამალვას ან დამახინჯებას, ეს დღეს შეიძლება ზედაპირზე წამოტივტივდეს, საიდუმლოს ყველაზე უხერხულ მომენტში შეიძლება აეხადოს ფარდა. სანერვიულო მხოლოდ იმ მშვილდოსნებს გაქვთ, ვინც რაღაცას მალავთ, დანარჩენებისთვის კი ჩვეულებრივი დღე იქნება.სასწორი: ნებსით თუ უნებლიეთ დღეს, შესაძლოა, მტრულ ბანაკებს შორის შუამავლისა და დამზავებლის ფუნქცია იკისროთ. გარშემომყოფებს და მათ შორის, ახლობელ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ შეიძლება პრეტენზიები გაუჩნდეთ, თქვენ კი, თქვენთვისვე მოულოდნელად, მხარეთა გაუგებრობების განეიტრალებას შეეცადოთ. ეს მარტივი არ იქნება – გაგიგით ალბათ, გამშველებელს ყველაზე მეტი მოხვდაო...მორიელი: დღეს დაფიქრდებით იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ წინსვლისთვის. ამისთვის საჭიროა შეჩერება და საკუთარი ქმედებების შეფასება. ვარსკვლავები მოგცემენ შანსს, რომ სწორად შეაფასოთ თქვენი საქციელი, დაინახოთ შესაძლო შეცდომები. არაა გამორიცხული, რომ ამაში გარშემომყოფებიც დაგეხმარონ – დღეს კონსტრუქციული კრიტიკა ძალიან გარგებთ. თუმცა, შეიძლება არ გესიამოვნოთ.მშვილდოსანი: ნებისმიერ საქმეში სტერეოტიპებისგან გათავისუფლებაა აუცილებელი. ეს დღე კარგ შესაძლებლობებს მოგცემთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თამამად და არასტანდარტულად იმოქმედებთ. გარშემომყოფები დააფასებენ თქვენს ნოვატორულ, რევოლუციურ იდეებს. დღეს კონსერვატიული გზები თქვენთვის არაა – ცხოვრება ცინცხალ იდეებს, კრეატივს ელოდება თქვენგან.თხის რქა: რისკავთ, რომ მთელი დღე რაღაც წვრილმანებს, უაზრო საკითხებს დაუთმოთ იმის გამო, რომ ისინი მნიშვნელოვნად მოგეჩვენებათ. ისეთი შემართებით „არჩევთ“ საქმეებს და ეძებთ „ჭეშმარიტებას“, რომ ნებისმიერი ადამიანის გამოყვანა შეგიძლიათ წყობილებიდან. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ხვალ აბსოლუტურად გულგრილმა შეიძლება ჩაუაროთ იმას, რაც დღეს ასე გაღელვებთ.მერწყული: ნებსით თუ უნებლიეთ დღეს შეიძლება თქვენ მიერ დაშვებული შეცდომები გაგახსენდეთ. შესაძლოა, მათმა შედეგებმა შეგახსენოთ თავი, ან ვითარება გამეორდეს და დეჟავუს შეგრძნება გაგიჩნდეთ. ან პირიქით, შეძლოთ ახალი შეცდომების თავიდან აცილება, თუ ძველს გაიხსენებთ. ასეა თუ ისე, დღეს მოგიწევთ თვალების დახუჭვა ძველ შეცდომებზე – გამოცდილება ხომ ძალზე ძვირფასი რამაა.თევზები: შესაძლოა, შინაგანი კონფლიქტის ტყვეობაში აღმოჩნდეთ. როგორც ჩანს, რისი გაკეთებაც გიწევთ, ყველაფერი არ მოგწონთ, ზოგიერთი რამ თქვენს პრინციპებსა და სიტუაციის აღქმას ეწინააღმდეგება. რაღაც დრო საკუთარ თავში, გრძნობებში გარკვევას დაუთმეთ. თუ ძალიან არ მოგწონთ ის, რასაც აკეთებთ, იქნებ, დროა, ზომები მიიღოთ? ან შეგიძლიათ თქვენი ეჭვები ახლობელ ადამიანებს გაუზიაროთ.
https://sputnik-georgia.com/20181011/sarZloebis-sayuradRebod-erideT-sadedamTilos-Tu-misi-zodiaqos-niSania-242433737.html
https://sputnik-georgia.com/20210709/meyvarebi-sanam-zodiaqos-niSnebis-moTminebis-zRvari-252252352.html
https://sputnik-georgia.com/20210719/zodiaqo-vis-SeuZlia-Ralatis-patieba-252350478.html
https://sputnik-georgia.com/20190322/zodiaqos-oTxi-niSani-arasdros-moidrikebian-244735397.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23383/07/233830774_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_6b5b0b4986ade9c0a654dff3239107d2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 აპრილი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 18 აპრილია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერიმფარველობს.
გონება ნათელი იქნება, აზრი – მკაფიო, ასევე იქნება სურვილი, ყველაფერი მოაწესრიგოთ და თავისი ადგილი მიუჩინოთ. რის გაკეთებასაც დილით დაიწყებთ, შესაძლოა, მას მთელი დღე მოანდომოთ, მაგრამ, სამაგიეროდ, ამას იდეალურად გააკეთებთ. ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობების გამორკვევა არ ღირს – დღის მახასიათებლებიდან გამომდინარე, შეიძლება კამათში ერთმანეთს „ადამ და ევას“ პერიოდამდე გაურჩიოთ საქმეები.
ვერძი: ირგვლივ მყოფები დღეს თქვენ მიმართ ძალზე კრიტიკულად იქნებიან განწყობილი, აქედან გამომდინარე, ჯობს, ურთიერთობები მინიმუმამდე დაიყვანოთ განსაკუთრებით ხელმძღვანელობასთან. თუ ამას ვერ მოახერხებთ, ისე ილაპარაკეთ და იმოქმედეთ, რომ ვერავინ ვერაფერში მოგედავოთ. ასევე არ ღირს ინიციატივის გამოჩენა, რათა ყურადღების ცენტრში არ მოექცეთ.
კურო: საოცარი დღე გელოდებათ. არანაირი ხაფანგი არაა მოსალოდნელი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოდუნდეთ და გარშემომყოფების კრისტალურად სუფთა სინდისის იმედი გქონდეთ. თუმცა, იმის ალბათობა, რომ ვინმემ თქვენი მოტყუება სცადოს ან შეცდომაში შეგიყვანოთ განზრახ, ნულის ტოლია. ამიტომ კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და გარიგებების დასადებად, განსაკუთრებით, თუ გარიგებაში რისკის წილიც არის.
ტყუპი: კარგი იქნება, თუ სამომავლო გეგმებს გადახედავთ. შესაძლოა, მათში რაღაც შეცდომა გაიპარა და საჭირო მიმართულებით არ მიდიხართ. დროდადრო საკუთარი ქმედებების კორექტირება, რეალობასთან შედარება აუცილებელია. თუ დღეს ამ საკითხებს დაუთმობთ, არ ინანებთ. ეს ილუზიებისა და მცდარი წარმოდგენებისგან გაგათავისუფლებთ, რომლებიც თქვენს პროგრესს ამუხრუჭებდა.
კირჩხიბი: არაა გამორიცხული, რომ დღეს თქვენი მოქმედებების ან სიტყვების გამო ვინმეს წინაშე ანგარიშის ჩაბარება მოგიწიოთ. მოსალოდნელია ყველა შესაძლოა რევიზია, შემოწმება, ან, უბრალოდ, საკუთარი საქციელის განმარტების აუცილებლობა. რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს ეს პროცესი, მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ. თუ არ აღშფოთდებით, მაშინ ყველაფრის მარტივად ახსნას შეძლებთ.
ლომი: დღეს დიპლომატია დაგჭირდებთ. გადასაჭრელი საკითხები ძალზე დელიკატური იქნება, ამიტომ პირდაპირ „პირში მიხლის“ ტაქტიკა არ ივარგებს. თუ გარშემომყოფების გრძნობებზე არ დაფიქრდებით, არის რისკი, რომ უამრავ პრობლემას წააწყდეთ და ჩააგდოთ ნებისმიერი მოლაპარაკება. მხოლოდ მაქსიმალური მოთმინებისა და ტაქტის გამოჩენით შეძლებთ, რომ ირგვლივ მყოფებმა სწორად გაგიგონ.
ქალწული: ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს გარშემომყოფებთან თქვენი თამაში არ წამოიწყოთ – არის წაგების რისკი. თუ წარსულში ცდილობდით რამე ინფორმაციის დამალვას ან დამახინჯებას, ეს დღეს შეიძლება ზედაპირზე წამოტივტივდეს, საიდუმლოს ყველაზე უხერხულ მომენტში შეიძლება აეხადოს ფარდა. სანერვიულო მხოლოდ იმ მშვილდოსნებს გაქვთ, ვინც რაღაცას მალავთ, დანარჩენებისთვის კი ჩვეულებრივი დღე იქნება.
სასწორი: ნებსით თუ უნებლიეთ დღეს, შესაძლოა, მტრულ ბანაკებს შორის შუამავლისა და დამზავებლის ფუნქცია იკისროთ. გარშემომყოფებს და მათ შორის, ახლობელ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ შეიძლება პრეტენზიები გაუჩნდეთ, თქვენ კი, თქვენთვისვე მოულოდნელად, მხარეთა გაუგებრობების განეიტრალებას შეეცადოთ. ეს მარტივი არ იქნება – გაგიგით ალბათ, გამშველებელს ყველაზე მეტი მოხვდაო...
მორიელი: დღეს დაფიქრდებით იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ წინსვლისთვის. ამისთვის საჭიროა შეჩერება და საკუთარი ქმედებების შეფასება. ვარსკვლავები მოგცემენ შანსს, რომ სწორად შეაფასოთ თქვენი საქციელი, დაინახოთ შესაძლო შეცდომები. არაა გამორიცხული, რომ ამაში გარშემომყოფებიც დაგეხმარონ – დღეს კონსტრუქციული კრიტიკა ძალიან გარგებთ. თუმცა, შეიძლება არ გესიამოვნოთ.
მშვილდოსანი: ნებისმიერ საქმეში სტერეოტიპებისგან გათავისუფლებაა აუცილებელი. ეს დღე კარგ შესაძლებლობებს მოგცემთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თამამად და არასტანდარტულად იმოქმედებთ. გარშემომყოფები დააფასებენ თქვენს ნოვატორულ, რევოლუციურ იდეებს. დღეს კონსერვატიული გზები თქვენთვის არაა – ცხოვრება ცინცხალ იდეებს, კრეატივს ელოდება თქვენგან.
თხის რქა: რისკავთ, რომ მთელი დღე რაღაც წვრილმანებს, უაზრო საკითხებს დაუთმოთ იმის გამო, რომ ისინი მნიშვნელოვნად მოგეჩვენებათ. ისეთი შემართებით „არჩევთ“ საქმეებს და ეძებთ „ჭეშმარიტებას“, რომ ნებისმიერი ადამიანის გამოყვანა შეგიძლიათ წყობილებიდან. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ხვალ აბსოლუტურად გულგრილმა შეიძლება ჩაუაროთ იმას, რაც დღეს ასე გაღელვებთ.
მერწყული: ნებსით თუ უნებლიეთ დღეს შეიძლება თქვენ მიერ დაშვებული შეცდომები გაგახსენდეთ. შესაძლოა, მათმა შედეგებმა შეგახსენოთ თავი, ან ვითარება გამეორდეს და დეჟავუს შეგრძნება გაგიჩნდეთ. ან პირიქით, შეძლოთ ახალი შეცდომების თავიდან აცილება, თუ ძველს გაიხსენებთ. ასეა თუ ისე, დღეს მოგიწევთ თვალების დახუჭვა ძველ შეცდომებზე – გამოცდილება ხომ ძალზე ძვირფასი რამაა.
თევზები: შესაძლოა, შინაგანი კონფლიქტის ტყვეობაში აღმოჩნდეთ. როგორც ჩანს, რისი გაკეთებაც გიწევთ, ყველაფერი არ მოგწონთ, ზოგიერთი რამ თქვენს პრინციპებსა და სიტუაციის აღქმას ეწინააღმდეგება. რაღაც დრო საკუთარ თავში, გრძნობებში გარკვევას დაუთმეთ. თუ ძალიან არ მოგწონთ ის, რასაც აკეთებთ, იქნებ, დროა, ზომები მიიღოთ? ან შეგიძლიათ თქვენი ეჭვები ახლობელ ადამიანებს გაუზიაროთ.