https://sputnik-georgia.com/20240418/aziis-ganvitarebis-banki-saqartvelos-jandacvis-gaumjobesebis-miznit-kredits-gamouyofs-287406779.html
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ჯანდაცვის გაუმჯობესების მიზნით კრედიტს გამოუყოფს
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ჯანდაცვის გაუმჯობესების მიზნით კრედიტს გამოუყოფს
Sputnik საქართველო
ADB-ს პროგრამა ხელს შეუწყობს საყოველთაო ჯანდაცვის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით კი დაეხმარება ქალებს, სოციალურად დაუცველ და მოწყვლად ჯგუფებს 18.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-18T10:40+0400
2024-04-18T10:40+0400
2024-04-18T10:40+0400
საქართველო
ახალი ამბები
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24030/82/240308209_0:52:1000:615_1920x0_80_0_0_967ca1c5e06033b253466a408c5bfd55.jpg
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა საქართველოსთვის 46,3 მილიონი ევროს საბიუჯეტო სესხი, რომელიც მოხმარდება ქვეყანაში ჯანდაცვის ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ნათქვამია ბანკის განცხადებაში.ბანკი დაფინანსებას მას შემდეგ განახორციელებს, რაც საქართველოს მთავრობა ჯანდაცვის სექტორის მმართველობისა და რეგულირების გასაძლიერებლად მთელ რიგს რეფორმებს განახორციელებს. საუბარია პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაზე და ამბულატორიული სერვისების მიწოდებაზე, ასევე დარგის ფინანსური მდგრადობის გაზრდაზე.როგორც ADB-ის ჯანდაცვის უფროსმა სპეციალისტმა ბრაიან ჩინმა აღნიშნა, ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებასთან ერთად ეს პროგრამა საქართველოს ასევე დაეხმარება მოამზადოს ჯანდაცვის პროვაიდერები და მოსახლეობა კლიმატის ცვლილების ზეგავლენისთვის, რაც ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.როგორც ბანკში აღნიშნეს, საქართველოს არაგადამდები დაავადებების მაღალი მაჩვენებელი აქვს, მათ შორისაა გულის დაავადებები, ჰიპერტენზია, სიმსივნე და დიაბეტი, რაც ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ჯანმრთელად დაბერების შესაძლებლობას. სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული პირველადი ჯანდაცვისა და ამბულატორიული სერვისების გაძლიერება გააუმჯობესებს ამ დაავადებების მართვას, რომელთა უმრავლესობა შექცევადია.აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების მოცულობა 4,7 მლრდ დოლარს შეადგენს.საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.წყარო - ADB
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24030/82/240308209_56:0:944:666_1920x0_80_0_0_b65b8e5cb85c52a16d6b16d092149c09.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, ჯანდაცვა საქართველოში
საქართველო, ახალი ამბები, ჯანდაცვა საქართველოში
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ჯანდაცვის გაუმჯობესების მიზნით კრედიტს გამოუყოფს
ADB-ს პროგრამა ხელს შეუწყობს საყოველთაო ჯანდაცვის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით კი დაეხმარება ქალებს, სოციალურად დაუცველ და მოწყვლად ჯგუფებს
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა საქართველოსთვის 46,3 მილიონი ევროს საბიუჯეტო სესხი, რომელიც მოხმარდება ქვეყანაში ჯანდაცვის ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
ბანკი დაფინანსებას მას შემდეგ განახორციელებს, რაც საქართველოს მთავრობა ჯანდაცვის სექტორის მმართველობისა და რეგულირების გასაძლიერებლად მთელ რიგს რეფორმებს განახორციელებს. საუბარია პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაზე და ამბულატორიული სერვისების მიწოდებაზე, ასევე დარგის ფინანსური მდგრადობის გაზრდაზე.
„ეს პროგრამა წარმოადგენს ADB-ის კომპლექსურ და ინტეგრირებულ პაკეტს, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროგრამა ხელს შეუწყობს საყოველთაო ჯანდაცვის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით კი დაეხმარება ქალებს, სოციალურად დაუცველ და მოწყვლად ჯგუფებს“, - განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ევგენი ჟუკოვმა.
როგორც ADB-ის ჯანდაცვის უფროსმა სპეციალისტმა ბრაიან ჩინმა აღნიშნა, ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებასთან ერთად ეს პროგრამა საქართველოს ასევე დაეხმარება მოამზადოს ჯანდაცვის პროვაიდერები და მოსახლეობა კლიმატის ცვლილების ზეგავლენისთვის, რაც ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
როგორც ბანკში აღნიშნეს, საქართველოს არაგადამდები დაავადებების მაღალი მაჩვენებელი აქვს, მათ შორისაა გულის დაავადებები, ჰიპერტენზია, სიმსივნე და დიაბეტი, რაც ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ჯანმრთელად დაბერების შესაძლებლობას. სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული პირველადი ჯანდაცვისა და ამბულატორიული სერვისების გაძლიერება გააუმჯობესებს ამ დაავადებების მართვას, რომელთა უმრავლესობა შექცევადია.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების მოცულობა 4,7 მლრდ დოლარს შეადგენს.
საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.