https://sputnik-georgia.com/20240417/turizmidan-shemosavali-gaizarda-287381111.html
ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა - საინვესტიციო კომპანიის პროგნოზი
ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა - საინვესტიციო კომპანიის პროგნოზი
Sputnik საქართველო
ტურიზმის სფერომ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, 2021 წლის ზაფხულიდან აღდგენა დაიწყო. 17.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-17T11:49+0400
2024-04-17T11:49+0400
2024-04-17T12:37+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283810399_0:189:3078:1920_1920x0_80_0_0_345d846c6187919470e9c3fa8d3d79e3.jpg
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოში 2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10,6%-ით გაიზარდა და 897 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.ანალიტიკოსების მონაცემებით, მარტში ტურიზმიდან შემოსავალი, 2023 წლის იანვარი-მარტის პერიოდთან შედარებით, 10,2%-ით გაიზარდა და 305 მლნ დოლარი შეადგინა.საერთაშორისო მოგზაურებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ოფიციალური მონაცემები ცნობილი აპრილის ბოლოს გახდება.ტურიზმის სფერომ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, 2021 წლის ზაფხულიდან აღდგენა დაიწყო. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, 2022 წლის მაჩვენებლთა შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მლნ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2023 წლის შემოსავლებმა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს 26,2%-ით გადააჭარბა.როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ტურიზმის კუთხით 2024 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული. კერძოდ, მოსალოდნელია, რომ წელს ტურიზმიდან შემოსავლები 4,5 მლრდ დოლარს მიაღწევს, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები კი 6,8 მლნ მგზავრს მოემსახურებიან.რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ტურიზმიდან გასულ წლებში?2019 წლის პანდემიამდელ პერიოდში საქართველომ საკუთარი რეკორდები მოხსნა. საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, შემოსავალმა კი 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2020 წელს ინდუსტრიის შემოსავალი დაეცა წარმოუდგენელ 427,7 მილიონ დოლარამდე, 1,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაურით.2021 წელს ტურიზმმა საქართველოს 1,2 მილიარდი დოლარი მოუტანა. 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.რაც შეეხება 2022 წელს, ტურისტებისგან მიღებულმა შემოსავალმა 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. მთლიანობაში, 2022 წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283810399_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_b70e3b1ae44acec32a1935c1379e16d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა - საინვესტიციო კომპანიის პროგნოზი
11:49 17.04.2024 (განახლებულია: 12:37 17.04.2024) ტურიზმის სფერომ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, 2021 წლის ზაფხულიდან აღდგენა დაიწყო.
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოში 2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10,6%-ით გაიზარდა და 897 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
ანალიტიკოსების მონაცემებით, მარტში ტურიზმიდან შემოსავალი, 2023 წლის იანვარი-მარტის პერიოდთან შედარებით, 10,2%-ით გაიზარდა და 305 მლნ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო მოგზაურებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ოფიციალური მონაცემები ცნობილი აპრილის ბოლოს გახდება.
ტურიზმის სფერომ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, 2021 წლის ზაფხულიდან აღდგენა დაიწყო. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, 2022 წლის მაჩვენებლთა შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მლნ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2023 წლის შემოსავლებმა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს 26,2%-ით გადააჭარბა.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ტურიზმის კუთხით 2024 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული. კერძოდ, მოსალოდნელია, რომ წელს ტურიზმიდან შემოსავლები 4,5 მლრდ დოლარს მიაღწევს, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები კი 6,8 მლნ მგზავრს მოემსახურებიან.
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ტურიზმიდან გასულ წლებში?
2019 წლის პანდემიამდელ პერიოდში საქართველომ საკუთარი რეკორდები მოხსნა. საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, შემოსავალმა კი 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2020 წელს ინდუსტრიის შემოსავალი დაეცა წარმოუდგენელ 427,7 მილიონ დოლარამდე, 1,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაურით.
2021 წელს ტურიზმმა საქართველოს 1,2 მილიარდი დოლარი მოუტანა. 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.
რაც შეეხება 2022 წელს, ტურისტებისგან მიღებულმა შემოსავალმა 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. მთლიანობაში, 2022 წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.