რა ხდება ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerმშენებარე კორპუსი
მშენებარე კორპუსი - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2024
გამოწერა
2024 წლის მარტში ბათუმში ბინების ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციების რაოდენობა 20%-ით შემცირდა.
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. 2024 წლის იანვარ-მარტში ბათუმში ბინებზე მოთხოვნა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით შემცირდა - გაიყიდა 3.374 ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა 20%-ით შემცირდა და 152 მლნ დოლარი შეადგინა.
„ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში ბინების საშუალო შეწონილი ფასი იანვარ-მარტში 5%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე 945 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში ღირებულება 6%-ით შემცირდა და 1 კვადრატულ მეტრზე 685 დოლარი შეადგინა", - ნათქვამია მიმოხილვაში.
კომპანიის ცნობით, 2024 წლის მარტში ბათუმში ბინების ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციების რაოდენობა 20%-ით, 1,2 ათასამდე შემცირდა.
გარდა ამისა, გასულ თვეში ბაზრის მოცულობა 14%-ით შემცირდა და 56 მლნ დოლარი შეადგინა.
ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ახალაშენებული ბინების გაყიდვების რაოდენობა შემცირდა 18%-ით, ხოლო ძველი აშენებული ბინების - 28%-ით.
მარტში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 10%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე 992 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში ღირებულება შემცირდა და 1 კვადრატულ მეტრზე 689 დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0