https://sputnik-georgia.com/20240417/parlamenttan-saprotesto-aqcia-tardeba-287383831.html
სკანდალური კანონპროექტის განხილვა აქციის ფონზე: ვითარება პარლამენტთან
სკანდალური კანონპროექტის განხილვა აქციის ფონზე: ვითარება პარლამენტთან
Sputnik საქართველო
პროტესტის მიუხედავად, დეპუტატებმა პირველი მოსმენით მხარი უნდა დაუჭირონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 17.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-17T13:52+0400
2024-04-17T13:52+0400
2024-04-17T13:57+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/10/287363302_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_0eb63da5856a4965b00904538ce7933d.jpg
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა განახლდა, რომელიც კანონის მიღების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.საპროტესტო აქცია, რომელშიც სხვადასხვა პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობენ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მესამე დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ.სკანდალური კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით პარლამენტში უსაფრთხოების დამატებითი ზომები გატარდა. წინა დღეების მსგავსად, დღესაც მოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - შენობაში შესვლა და მოვლენების საკანონმდებლო ორგანოდან გაშუქება მხოლოდ აკრედიტებულ ტელეარხებს შეუძლიათ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, მათი ნაწილი პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან იმყოფება, ნაწილი კი თავად რუსთაველის გამზირზე იკრიბება.პროტესტის მიუხედავად, დეპუტატებმა პირველი მოსმენით კენჭი უნდა უყარონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ წლიური დეკლარაციები.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მტრებსა და მეგობრებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. კანონპროექტის მიღებაზე საქართველოს ხელისუფლებას უარისკენ მოუწოდა დასავლეთმაც.კანონპროექტის ხელახალი ინიცირება, რომელიც მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციის ფონზე გაიწვია, ხელისუფლებამ იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.კანონპროექტის დეტალებიკანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/10/287363302_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_1618725aa9394fe14a6c0892d4d0a8a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
სკანდალური კანონპროექტის განხილვა აქციის ფონზე: ვითარება პარლამენტთან
13:52 17.04.2024 (განახლებულია: 13:57 17.04.2024) პროტესტის მიუხედავად, დეპუტატებმა პირველი მოსმენით მხარი უნდა დაუჭირონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა განახლდა, რომელიც კანონის მიღების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.
საპროტესტო აქცია, რომელშიც სხვადასხვა პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობენ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მესამე დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ.
სკანდალური კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით პარლამენტში უსაფრთხოების დამატებითი ზომები გატარდა. წინა დღეების მსგავსად, დღესაც მოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - შენობაში შესვლა და მოვლენების საკანონმდებლო ორგანოდან გაშუქება მხოლოდ აკრედიტებულ ტელეარხებს შეუძლიათ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, მათი ნაწილი პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან იმყოფება, ნაწილი კი თავად რუსთაველის გამზირზე იკრიბება.
პროტესტის მიუხედავად, დეპუტატებმა პირველი მოსმენით კენჭი უნდა უყარონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ წლიური დეკლარაციები.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მტრებსა და მეგობრებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. კანონპროექტის მიღებაზე საქართველოს ხელისუფლებას უარისკენ მოუწოდა დასავლეთმაც.
კანონპროექტის ხელახალი ინიცირება, რომელიც მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციის ფონზე გაიწვია, ხელისუფლებამ იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.