https://sputnik-georgia.com/20240417/meria-binatmsheneblobit-dazaralebulta-problemebs-agvarebs-287386980.html
მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა პრობლემებს აგვარებს
მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა პრობლემებს აგვარებს
Sputnik საქართველო
აღნიშნული პრობლემით მერიას ყოველწლიურად ასობით ადამიანი მიმართავს. 17.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-17T17:21+0400
2024-04-17T17:21+0400
2024-04-17T17:21+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23800/95/238009522_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_3b4099729ce142027f56cc53a0d27988.jpg
თბილისი, 17 აპრილი— Sputnik. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 72 ოჯახი საცხოვრებელ ფართს მიიღებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.პროექტის განხორციელება 2018 წელს დაიწყო. საუბარია ოჯახებზე, რომლებიც დაპირებული საცხოვრებელი ფართების გარეშე იმის გამო დარჩნენ, რომ 1990-იან წლებში სამშენებლო კოოპერატივებმა დაპირება ვერ ან არ შეასრულა.გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულებს საცხოვრებელი ფართები დიდ დიღომში, არჩილ მეფის ქუჩის N17-ში გადაეცემათ.მისი თქმით, მერიამ შპს „დეკა დეველოპმენტთან“ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დაზარალებულებისთვის 5,7 ათას კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართს გამოყოფს.როგორც კალაძემ აღნიშნა, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში, გამარჯვებული 31 ობიექტზე გამოვლინდა.მშენებლობა დასრულებულია ხუთ პროექტზე და ფართები ფაქტობრივი მდგომარეობით 226 ოჯახს გადაეცემა.გარდა ამისა, ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზეა ერთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ფართებით, დაახლოებით, 80 ოჯახის დაკმაყოფილებაა გათვალისწინებული.„ეს იყო ჩვენი დაპირება, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს არ დავტოვებდით ყურადღების გარეშე. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ არ დაგვრჩება არც ერთი ოჯახი ფართებით დაკმაყოფილებისგარეშე - ყველას დავეხმარებით და ის ვალდებულება, რომელიც აღებული ჰქონდა სახელმწიფოს ათეულობით წლის წინ, შესრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 3,5 ათასამდე ოჯახიდან, დღევანდელი მდგომარეობით, 2,5 ათასე მეტმა საკუთრების უფლება საცხოვრებელ ფართზე უკვე მიიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23800/95/238009522_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_9ec6ff54a0538c29767af3288999b219.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა პრობლემებს აგვარებს
აღნიშნული პრობლემით მერიას ყოველწლიურად ასობით ადამიანი მიმართავს.
თბილისი, 17 აპრილი— Sputnik. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 72 ოჯახი საცხოვრებელ ფართს მიიღებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.
პროექტის განხორციელება 2018 წელს დაიწყო. საუბარია ოჯახებზე, რომლებიც დაპირებული საცხოვრებელი ფართების გარეშე იმის გამო დარჩნენ, რომ 1990-იან წლებში სამშენებლო კოოპერატივებმა დაპირება ვერ ან არ შეასრულა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულებს საცხოვრებელი ფართები დიდ დიღომში, არჩილ მეფის ქუჩის N17-ში გადაეცემათ.
„ესენი ის ოჯახები არიან, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში ელოდნენ თავიანთ საცხოვრებელ ფართებს, თუმცა დაპირება დაპირებად რჩებოდა. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით ამ პრობლემის მოსაგვარებლად და გვერდით დავუდექით მათ“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მერიამ შპს „დეკა დეველოპმენტთან“ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დაზარალებულებისთვის 5,7 ათას კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართს გამოყოფს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში, გამარჯვებული 31 ობიექტზე გამოვლინდა.
მშენებლობა დასრულებულია ხუთ პროექტზე და ფართები ფაქტობრივი მდგომარეობით 226 ოჯახს გადაეცემა.
„მშენებლობის ეტაპზეა 22 პროექტი, რომელზეც გაცემულია სამშენებლო ნებართვა და რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 1,1 ათასამდე ოჯახი. ასევე, სანებართვო ეტაპზეა რვა პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 680-მდე ოჯახი“, -აღნიშნა კალაძემ.
გარდა ამისა, ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზეა ერთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ფართებით, დაახლოებით, 80 ოჯახის დაკმაყოფილებაა გათვალისწინებული.
„ეს იყო ჩვენი დაპირება, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს არ დავტოვებდით ყურადღების გარეშე. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ არ დაგვრჩება არც ერთი ოჯახი ფართებით დაკმაყოფილებისგარეშე - ყველას დავეხმარებით და ის ვალდებულება, რომელიც აღებული ჰქონდა სახელმწიფოს ათეულობით წლის წინ, შესრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 3,5 ათასამდე ოჯახიდან, დღევანდელი მდგომარეობით, 2,5 ათასე მეტმა საკუთრების უფლება საცხოვრებელ ფართზე უკვე მიიღო.