https://sputnik-georgia.com/20240417/kaladze-ashsh-mosamartleebis-korumpirebulobis-mtkicebuleba-ar-warmoudgenia-287381313.html
კალაძე: აშშ-ს ქართველი მოსამართლეების კორუმპირებულობის მტკიცებულებები არ წარმოუდგენია
კალაძე: აშშ-ს ქართველი მოსამართლეების კორუმპირებულობის მტკიცებულებები არ წარმოუდგენია
Sputnik საქართველო
კალაძის თქმით, გამორიცხულია, ხელისუფლებამ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც სცდება კანონის ფარგლებს. 17.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-17T12:26+0400
2024-04-17T12:26+0400
2024-04-17T12:37+0400
საქართველო
აშშ
აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
პოლიტიკა
ქართული ოცნება
კახა კალაძე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042771_0:52:1280:773_1920x0_80_0_0_30a713d70f84c14c00bd44eafc661a97.jpg
თბილისი 17 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას არ უნახავს აშშ-ის მხრიდან რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება ქართველი მოსამართლეების კორუმპირებულობა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებაზე კომენტირებისას.2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის". მას შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა სახელმწიფო დეპარტამენტს მტკიცებულებების წარდგენისკენ.აშშ-ის სახდეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა მოსამართლეებთან - მიხეილ ჩინჩალაძესთან, ლევან მურუსიძესთან, ირაკლი შენგელიასა და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძესთან დაკავშირებით გადადგას ნაბიჯები „კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით“.მისი თქმით, გამორიცხულია, ხელისუფლებამ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც სცდება კანონის ფარგლებს.აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ, იმ დროისთვის აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას.ამავე დროს დეგნანმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042771_97:0:1236:854_1920x0_80_0_0_a386af6684d4b7ad01d8d0b82a3c3d27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, პოლიტიკა, ქართული ოცნება , კახა კალაძე , ახალი ამბები
საქართველო, აშშ , აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, პოლიტიკა, ქართული ოცნება , კახა კალაძე , ახალი ამბები
კალაძე: აშშ-ს ქართველი მოსამართლეების კორუმპირებულობის მტკიცებულებები არ წარმოუდგენია
12:26 17.04.2024 (განახლებულია: 12:37 17.04.2024) კალაძის თქმით, გამორიცხულია, ხელისუფლებამ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც სცდება კანონის ფარგლებს.
თბილისი 17 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას არ უნახავს აშშ-ის მხრიდან რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება ქართველი მოსამართლეების კორუმპირებულობა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებაზე კომენტირებისას.
2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის". მას შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა სახელმწიფო დეპარტამენტს მტკიცებულებების წარდგენისკენ.
აშშ-ის სახდეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა მოსამართლეებთან - მიხეილ ჩინჩალაძესთან, ლევან მურუსიძესთან, ირაკლი შენგელიასა და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძესთან დაკავშირებით გადადგას ნაბიჯები „კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით“.
„მიუხედავად იმისა, რომ მოვისმინეთ ეს განცხადებები, ვერ ვნახეთ ვერც ერთი ფაქტი, ვერც ერთი მტკიცებულება, თუ რა დანაშაული აქვთ ჩადენილი აღნიშნულ მოსამართლეებს. შესაბამისად, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე რაიმე ქმედების განხორციელება, გინდ სამართლებრივი, გინდ ადამიანური თვალსაზრისით, არ არის მიზანშეწონილ", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, გამორიცხულია, ხელისუფლებამ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც სცდება კანონის ფარგლებს.
აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ, იმ დროისთვის აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას.
ამავე დროს დეგნანმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია.