https://sputnik-georgia.com/20240416/parlamentshi-agentebis-shesaxeb-kanonproeqtis-ganxilva-ganaxlda-287352970.html
პროტესტის მიუხედავად: პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის განხილვა განახლდა
პროტესტის მიუხედავად: პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის განხილვა განახლდა
Sputnik საქართველო
პარლამენტში დღეს საკომიტეტო მოსმენები, ბიუროს სხდომა და პლენარული სესიაა ჩანიშნული. 16.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-16T13:00+0400
2024-04-16T13:00+0400
2024-04-16T13:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/10/287351790_0:12:1601:912_1920x0_80_0_0_27f34599d9fc9c8e8aabdfba9306ba35.jpg
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ წლიური დეკლარაციები, საპროტესტო აქციის ფონზე განახლდა.გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 12-საათიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკითხის განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა. ადგილზე გვიან ღამემდე მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების რაზმები. აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 14 პირი დააკავეს.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მტრებსა და მეგობრებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. კანონპროექტის მიღებაზე საქართველოს ხელისუფლებას უარისკენ მოუწოდა დასავლეთმაც.განსხვავებული პოზიცია აქვს მმართველ პარტიას. როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, კანონპროექტის განხილვისას საკმარისი არგუმენტები არ იყო წარმოდგენილი, თუ რატომ არის კანონი რუსული.სკანდალური კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით პარლამენტში უსაფრთხოების დამატებითი ზომები გატარდა. მოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - როგორც ორშაბათს, პარლამენტის შენობაში შესვლა და მოვლენების საკანონმდებლო ორგანოდან გაშუქება მხოლოდ აკრედიტებულ ტელეარხებს შეუძლიათ.გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დღეს, 12:00 საათიდან განახლდება. კიდევ ერთი აქცია კი საღამოს 19:00 გაიმართება.კანონპროექტის ხელახალი ინიცირება, რომელიც მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციის ფონზე გაიწვია, ხელისუფლებამ იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/10/287351790_184:0:1415:923_1920x0_80_0_0_a47ce376d7e15a913d388becb713cc06.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
პროტესტის მიუხედავად: პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის განხილვა განახლდა
პარლამენტში დღეს საკომიტეტო მოსმენები, ბიუროს სხდომა და პლენარული სესიაა ჩანიშნული.
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ წლიური დეკლარაციები, საპროტესტო აქციის ფონზე განახლდა.
გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 12-საათიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკითხის განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა. ადგილზე გვიან ღამემდე მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების რაზმები. აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 14 პირი დააკავეს.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მტრებსა და მეგობრებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. კანონპროექტის მიღებაზე საქართველოს ხელისუფლებას უარისკენ მოუწოდა დასავლეთმაც.
„ქართული ოცნება“ ან იღებს ამ კანონს და ჩვენი გზა ევროკავშირისკენ იკეტება... ან „ქართული ოცნება“ უსმენს ხალხს, უსმენს ოპოზიციას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი და ქართველი ხალხი ამ კანონს მიუღებელს და ევროინტეგრაციის კონტექსტში მთავარ დაბრკოლებას უწოდებს“, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.
განსხვავებული პოზიცია აქვს მმართველ პარტიას. როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, კანონპროექტის განხილვისას საკმარისი არგუმენტები არ იყო წარმოდგენილი, თუ რატომ არის კანონი რუსული.
„ისინი ტყუებენ ახალგაზრდებს, საზოგადოებას და ცდილობენ, რომ საზოგადოების მღელვარება გამოიწვიონ ხელოვნურად, რეალურად საუკუნის აფიორით, რომელსაც შარშანაც და წელსაც ჰქვია „რუსული კანონი" - სინამდვილეში ეს არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი და მათი ბრძოლა შავი ფულისათვის", - განაცხადა მდინარაძემ.
სკანდალური კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით პარლამენტში უსაფრთხოების დამატებითი ზომები გატარდა. მოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - როგორც ორშაბათს, პარლამენტის შენობაში შესვლა და მოვლენების საკანონმდებლო ორგანოდან გაშუქება მხოლოდ აკრედიტებულ ტელეარხებს შეუძლიათ.
გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დღეს, 12:00 საათიდან განახლდება. კიდევ ერთი აქცია კი საღამოს 19:00 გაიმართება.
კანონპროექტის ხელახალი ინიცირება, რომელიც მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციის ფონზე გაიწვია, ხელისუფლებამ იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.