https://sputnik-georgia.com/20240416/parlamentma-kalandarishvilis-kandidatura-chaagdo-287360072.html
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კალანდარიშვილის კანდიდატურა ჩააგდო
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კალანდარიშვილის კანდიდატურა ჩააგდო
Sputnik საქართველო
განმეორებითი კენჭისყრა მომდევნო სასესიო კვირაში გაიმართება. 16.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-16T17:00+0400
2024-04-16T17:00+0400
2024-04-16T17:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ცესკო
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/10/287353250_0:0:1713:964_1920x0_80_0_0_be8f7595dfb417a5787ce80a2be2aff2.jpg
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ვერ შეძლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე 5 წლის ვადით ასარჩევად საჭირო 90 ხმის მიღება.კალანდარიშვილის კანდიდატურას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რაც ნიშნავს, რომ მომავალ სასესიო კვირაში პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურის ხელახლა ჩატარება მოუწევს.„პირველ ჯერზე არჩევისთვის საჭირო არის 90 ხმა, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი 90 ხმას ვერ დააგროვებს, უკვე შემდეგ სესიაზე უბრალო უმრავლესობით არის შესაძლებელი არჩევა", - განაცხადა პაპუაშვილმა.დეპუტატებმა ასევე ჩააგდეს ცესკოს წევრობის სამი - მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურა.ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ასარჩევად საკმარისი იქნება 76 ხმა.თავმჯდომარის საკითხიამჟამად საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობს გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე პირველად 2021 წლის აგვისტოში ექვსი თვის ვადით აირჩიეს. იგი მოგვიანებით, 2022 წლის თებერვალში კვლავ გახდა ცესკოს თავმჯდომარე იგივე (6 თვის) ვადით.2022 წლის აგვისტოში საქართველოს პრეზიდენტმა კალანდარიშვილის პარლამენტისთვის წარდგენაზე უარი თქვა მიუხედავად იმისა, რომ იგი კანდიდატებს შორის იყო. შედეგად, პარლამენტში პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ არცერთ კანდიდატს არ მიუღია ხმების საკმარისი რაოდენობა, თუნდაც ექვსი თვით თანამდებობაზე ასარჩევად.მოქმედი კანონმდებლობით, კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება გააგრძელა.ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და მას მმართველი პარტიის ხელდასმული უწოდა. კრიტიკა 2021 წელს ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაძლიერდა. ოპოზიციონერებმა ცესკო კენჭისყრის შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულეს. თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებს საარჩევნო კომისიების მუშაობაში სერიოზული დარღვევა არ დაუფიქსირებიათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/10/287353250_0:0:1713:1286_1920x0_80_0_0_8e6ab3231b52c2ada17225584fd2d87a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ცესკო, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ცესკო, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კალანდარიშვილის კანდიდატურა ჩააგდო
განმეორებითი კენჭისყრა მომდევნო სასესიო კვირაში გაიმართება.
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ვერ შეძლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე 5 წლის ვადით ასარჩევად საჭირო 90 ხმის მიღება.
კალანდარიშვილის კანდიდატურას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რაც ნიშნავს, რომ მომავალ სასესიო კვირაში პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურის ხელახლა ჩატარება მოუწევს.
„პირველ ჯერზე არჩევისთვის საჭირო არის 90 ხმა, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი 90 ხმას ვერ დააგროვებს, უკვე შემდეგ სესიაზე უბრალო უმრავლესობით არის შესაძლებელი არჩევა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
დეპუტატებმა ასევე ჩააგდეს ცესკოს წევრობის სამი - მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურა.
ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ასარჩევად საკმარისი იქნება 76 ხმა.
ამჟამად საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობს გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე პირველად 2021 წლის აგვისტოში ექვსი თვის ვადით აირჩიეს. იგი მოგვიანებით, 2022 წლის თებერვალში კვლავ გახდა ცესკოს თავმჯდომარე იგივე (6 თვის) ვადით.
2022 წლის აგვისტოში საქართველოს პრეზიდენტმა კალანდარიშვილის პარლამენტისთვის წარდგენაზე უარი თქვა მიუხედავად იმისა, რომ იგი კანდიდატებს შორის იყო. შედეგად, პარლამენტში პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ არცერთ კანდიდატს არ მიუღია ხმების საკმარისი რაოდენობა, თუნდაც ექვსი თვით თანამდებობაზე ასარჩევად.
მოქმედი კანონმდებლობით, კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება გააგრძელა.
ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და მას მმართველი პარტიის ხელდასმული უწოდა. კრიტიკა 2021 წელს ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაძლიერდა. ოპოზიციონერებმა ცესკო კენჭისყრის შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულეს. თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებს საარჩევნო კომისიების მუშაობაში სერიოზული დარღვევა არ დაუფიქსირებიათ.