https://sputnik-georgia.com/20240416/papuashvili-saqartvelos-mshvidobis-indeqsshi-dawinaurebaze-287358612.html
რატომ გაუმჯობესდა საქართველოს პოზიცია მშვიდობის ინდექსში? პაპუაშვილის განმარტება
რატომ გაუმჯობესდა საქართველოს პოზიცია მშვიდობის ინდექსში? პაპუაშვილის განმარტება
Sputnik საქართველო
საქართველომ რეიტინგში პოზიცია 6 ადგილით გაიუმჯობესა, 49 ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა. 16.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-16T20:57+0400
2024-04-16T20:57+0400
2024-04-16T20:57+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282966186_0:166:1600:1067_1920x0_80_0_0_597d5c1422c3c7e5fa6e9d037c176d86.jpg
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. „პოზიტიური მშვიდობის ინდექსში" საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება ქართველი ხალხის სწორი, ბრძნული მიდგომების შედეგია, რომ საქართველო არ გადაეშვა ომში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.2024 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსით (Positive Peace Index) საქართველომ პოზიცია ექვსი ადგილით გაიუმჯობესა, 49 ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა. რეიტინგში სულ 163 ქვეყანაა შეფასებული.სპიკერის თქმით, ეს არის ქართველი ხალხის სწორი არჩევანის დადასტურება, არჩევანის, რომელსაც ისინი 2012 წლიდან აკეთებენ, როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა.როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, უცხოელ პოლიტიკოსებს სურდათ, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოეღო და გაეთავისუფლებინა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.ევროპარლამენტმა 2023 წლის თებერვლის შუა რიცხვებში მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.რაც შეეხება სანქციების შემოღების საკითხს, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება.მშვიდობის ინდექსი„მშვიდობის ინდექსს", ისევე როგორც „გლობალური მშვიდობის ინდექსს" აწარმოებს მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შეფასებელი ორგანიზაცია და ანალიტიკური ცენტრი - ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი (IEP – The Institute for Economics and Peace).იგი აანალიზებს სიტუაციას 163 ქვეყანაში, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის 99,7% ცხოვრობს.მშვიდობის ინდექსი ეფუძნება რვა ძირითად მაჩვენებელს:კარგად ფუნქციონირებადი მთავრობაჯანსაღი ბიზნეს გარემოკორუფციის დაბალი დონეადამიანის უფლებები და ტოლერანტობაადამიანური კაპიტალის მაღალი დონეკარგი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთანინფორმაციის თავისუფლებარესურსების სამართლიანი განაწილება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282966186_231:170:1427:1067_1920x0_80_0_0_f0efee9bd83fb0ef086adad81d5be308.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
რატომ გაუმჯობესდა საქართველოს პოზიცია მშვიდობის ინდექსში? პაპუაშვილის განმარტება
საქართველომ რეიტინგში პოზიცია 6 ადგილით გაიუმჯობესა, 49 ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა.
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. „პოზიტიური მშვიდობის ინდექსში" საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება ქართველი ხალხის სწორი, ბრძნული მიდგომების შედეგია, რომ საქართველო არ გადაეშვა ომში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
2024 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსით (Positive Peace Index) საქართველომ პოზიცია ექვსი ადგილით გაიუმჯობესა, 49 ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა. რეიტინგში სულ 163 ქვეყანაა შეფასებული.
„ქართველი ხალხის სწორი, ბრძნული მიდგომების შედეგია, რომ საქართველო არ გადაეშვა ომსა და კოლაფსში, საითაც მოგვიწოდებდნენ რადიკალური ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორის ზოგი წარმომადგენელი და სამწუხაროდ, ზოგიერთი უცხოელი აქტორიც", განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, ეს არის ქართველი ხალხის სწორი არჩევანის დადასტურება, არჩევანის, რომელსაც ისინი 2012 წლიდან აკეთებენ, როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, უცხოელ პოლიტიკოსებს სურდათ, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოეღო და გაეთავისუფლებინა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„ბევრ საკითხთან დაკავშირებით წინადადებებსა და რეკომენდაციებს გვაძლევდნენ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, არამედ გვეუბნებოდნენ, რომ ეს მათ ინტერესში იყო და ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ინტერესს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების სწორ პოლიტიკას”, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტმა 2023 წლის თებერვლის შუა რიცხვებში მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
რაც შეეხება სანქციების შემოღების საკითხს, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება.
„მშვიდობის ინდექსს", ისევე როგორც „გლობალური მშვიდობის ინდექსს" აწარმოებს მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შეფასებელი ორგანიზაცია და ანალიტიკური ცენტრი - ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი (IEP – The Institute for Economics and Peace).
იგი აანალიზებს სიტუაციას 163 ქვეყანაში, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის 99,7% ცხოვრობს.
მშვიდობის ინდექსი ეფუძნება რვა ძირითად მაჩვენებელს:
კარგად ფუნქციონირებადი მთავრობა
ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა
ადამიანური კაპიტალის მაღალი დონე
კარგი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან
რესურსების სამართლიანი განაწილება.