https://sputnik-georgia.com/20240416/mshvidobis-indeqsit-saqarvelo-sauketeso-50-qveyanas-shoris-moxvda-287356156.html
პოზიტიური მშვიდობის ინდექსით საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა
პოზიტიური მშვიდობის ინდექსით საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. 2024 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსით (Positive Peace Index) საქართველომ პოზიცია ექვსი ადგილით გაიუმჯობესა, 49 ადგილზე გავიდა და... 16.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-16T15:49+0400
2024-04-16T15:49+0400
2024-04-16T15:49+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284455938_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_62f63d84ef86f76a99b5c211c1ffc864.jpg
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. 2024 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსით (Positive Peace Index) საქართველომ პოზიცია ექვსი ადგილით გაიუმჯობესა, 49 ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა.2024 წლის რეიტინგში პირველ ადგილს ფინეთი იკავებს, ბოლო ადგილზე კი სამხრეთ სუდანია. „პოზიტიური მშვიდობის ინდექსში" საქართველო მეზობელ ქვეყნებს უსწრებს. გასულ წელს საქართველომ პოზიცია 14 ერთეულით გაიუმჯობესა, 53-ე ადგილი დაიკავა და გამორჩეულად პროგრესირებად ქვეყნად დასახელდა.მშვიდობის ინდექსთან ერთად ცალკე დოკუმენტად მშვიდობის და ბიზნესის 2024 წლის ანგარიშიც გამოქვეყნდა, რომელიც აქცენტს სამთავრობო, სოციალურ და გარემოდაცვით სტანდარტებზე (ESG) აკეთებს. მიღწეული გაუმჯობესების საფუძველზე, საქართველო იმ 10 ქვეყანას შორის დასახელდა, სადაც სამომავლოდ ყველაზე მაღალი პროგრესია მოსალოდნელი. ESG სტანდარტი გულისხმობს ისეთი პოლიტიკის წარმოებას, რომელმაც უნდა გამოიწვიოს გარემოს მდგრადობა (E), ხელი შეუწყოს სოციალურ სამართლიანობას, კეთილდღეობას და განვითარებას (S), წაახალისოს ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ორგანიზაციული მმართველობა (G).„მშვიდობის ინდექსს", ისევე როგორც „გლობალური მშვიდობის ინდექსს" აწარმოებს მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შეფასებელი ორგანიზაცია და ანალიტიკური ცენტრი - ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი (IEP – The Institute for Economics and Peace).იგი აანალიზებს სიტუაციას 163 ქვეყანაში, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის 99,7% ცხოვრობს.მშვიდობის ინდექსის კვლევა ეფუძნება რვა ძირითად მაჩვენებელს:
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284455938_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_0b757fa6f4b56ef876f9733ba957ee84.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. 2024 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსით (Positive Peace Index) საქართველომ პოზიცია ექვსი ადგილით გაიუმჯობესა, 49 ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა.
2024 წლის რეიტინგში პირველ ადგილს ფინეთი იკავებს, ბოლო ადგილზე კი სამხრეთ სუდანია. „პოზიტიური მშვიდობის ინდექსში" საქართველო მეზობელ ქვეყნებს უსწრებს. გასულ წელს საქართველომ პოზიცია 14 ერთეულით გაიუმჯობესა, 53-ე ადგილი დაიკავა და გამორჩეულად პროგრესირებად ქვეყნად დასახელდა.
მშვიდობის ინდექსთან ერთად ცალკე დოკუმენტად მშვიდობის და ბიზნესის 2024 წლის ანგარიშიც გამოქვეყნდა, რომელიც აქცენტს სამთავრობო, სოციალურ და გარემოდაცვით სტანდარტებზე (ESG) აკეთებს.
მიღწეული გაუმჯობესების საფუძველზე, საქართველო იმ 10 ქვეყანას შორის დასახელდა, სადაც სამომავლოდ ყველაზე მაღალი პროგრესია მოსალოდნელი.
ESG სტანდარტი გულისხმობს ისეთი პოლიტიკის წარმოებას, რომელმაც უნდა
გამოიწვიოს გარემოს მდგრადობა (E), ხელი შეუწყოს სოციალურ სამართლიანობას, კეთილდღეობას და განვითარებას (S), წაახალისოს ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ორგანიზაციული მმართველობა (G).
„მშვიდობის ინდექსს", ისევე როგორც „გლობალური მშვიდობის ინდექსს" აწარმოებს მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შეფასებელი ორგანიზაცია და ანალიტიკური ცენტრი - ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი (IEP – The Institute for Economics and Peace).
იგი აანალიზებს სიტუაციას 163 ქვეყანაში, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის 99,7% ცხოვრობს.
მშვიდობის ინდექსის კვლევა ეფუძნება რვა ძირითად მაჩვენებელს:
კარგად ფუნქციონირებადი მთავრობა
ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა
ადამიანური კაპიტალის მაღალი დონე
კარგი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან
რესურსების სამართლიანი განაწილება.