მოსაზრება: ირანული რაკეტები ისრაელის წინააღმდეგ - დარტყმა აშშ-ს „ჰეგემონიაზე“

© AP Photo / Hussein Malla
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2024
გამოწერა
ირანის ზებგერითმა რაკეტებმა შაბათ ღამეს ისრაელის ტერიტორიამდე მიაღწიეს, ცაჰალის დაცულ ობიექტებსა და სხვა მნიშვნელოვან მიზნებს დაარტყეს...
14 აპრილს, კომბინირებული დარტყმით, თეირანმა მიუთითა ვაშინგტონსა და მის სატელიტებს მათ ადგილზე მრავალპოლარულ სამყაროში. მძიმე რეპუტაციულ ზარალს დასავლეთშიც კი აღიარებენ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორ აღიქვეს „ეგზეკუცია“ ახლო და შორეული აღმოსავლეთის, გლობალური სამხრეთის ქვეყნებმა.
13 აპრილს, ისრაელმა F-35 გამანადგურებლის ექვსი რაკეტით დაარტყა ირანის საკონსულოს შენობას დამასკში, რის შედეგადაც შვიდი ირანელი სამხედრო მრჩეველი დაიღუპა, მათ შორის, ორი გენერალი, ასევე სირიის ექვსი მოქალაქე. ისრაელის შეტევას ირანმა ტერორისტული აქტი უწოდა (სრულიად ობიექტური შეფასებაა), რომელიც დაუსჯელი ვერ დარჩებოდა.
ფაქტობრივად, თეირანმა ისტორიური კარტ-ბლანში მიიღო და, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში (გაეროს წესდების 51-ე მუხლი), მაღალტექნოლოგიურად და ღირსეულად მოახდინა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია 14 აპრილის ღამეს. იმავდროულად, შეამოწმა ისრაელის ჯარის და პენტაგონის ჰაერსაწინააღმდეგო მდგრადობა. ყველა არაბი მეზობლიდან, მხოლოდ იორდანია გამოვიდა ირანის წინააღმდეგ და საჰაერო სივრცე ისრაელისა და აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალებს დაუთმო.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (ელიტარული ჯარები) შურისძიებისათვის გამოიყენა „ასობით“ დრონი-კამიკაძე „შაჰედ-136“, ბალისტიკური რაკეტები „იმად“, ფრთოსანი რაკეტები „პავეხ“.
ისრაელის ავიაბაზამდე მიაღწია „ფათახის“ ტიპის შვიდმა ძებგერითმა რაკეტამ, რომლებიც ირანმა შარშან ოფიციალურად წარმოადგინა. დრონები და რაკერები ტალღისებურად მიეშურებოდნენ მიზნისაკენ ხუთი საათის განმავლობაში. ისრაელის არმიის მონაცემებით, ირანულმა ჯარებმა გამოიყენეს 30 მეტი ფრთოსანი, 120 მეტი ბალისტიკური რაკეტა, დაახლოებით 179 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი.
თითქოს და, ისრაელის სამხედრო საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა, „პარტნიორებთან კოოპერაციაში“, ჩაჭრეს ყველა საჰაერო მიზნების 99 პროცენტი, ისრაელის ტერიტორიის მიღმა.
პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა: „აშშ-ს ძალებმა ახლო აღმოსავლეთში 13 აპრილს ჩაჭრეს ირანიდან, ერაყიდან, სირიასა და იემენიდან გამოშვებული ათეულობით რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი“. საზენიტო რაკეტების ფასი, რომლებიც ჩაჭრისთვის იყო გამოყენებული, შეადგენს 1,3 მილიარდ დოლარზე მეტს. ცაჰალის ობიექტების განადგურების მრავალრიცხოვანი ვიდეოჩანაწერები (ირანული რაკეტების მიერ ნაწარმოები) „კოლექტიური ჰაერსაწინააღმდეგოს“ 99-პროცენტიან საიმედოობას არ ადასტურებენ. ირანმა აშშ-ს და ნატოს შეიარაღებაზე ტექნოლოგიური უპირატესობის დემონსტრირება მოახდინა.
ირანის არმიის მთავარსარდალმა აბდულრაჰიმ მასავიმ 15 აპრილს განაცხადა, რომ ისრაელის მიმართ შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილი იყო გამოყენებული და ქვეყანა უყოყმანოდ „ენერგიულად“ უპასუხებს აგრესიის ნებისმიერ ფაქტს. საკითხი „ამოწურულია“, ანუ, პენტაგონის ძალებმა და აშშ-ს პროქსი-ჯარებმა (ცაჰალი), რეგიონულმა მოსამსახურემ (იორდანია) და ფრანგამა მოკავშირეებმა „ცხვირში მუშტი მიიღეს“, და ამას ვერაფერს მოუხერხებენ. ისრაელმა შეძლო, ნაწილობრივ გამკლავებოდა ირანის შეტევას მხოლოდ აშშ-ს დახმარებით. თუ ამერიკელებმა ზედმეტი აქტივიბა გამოიყენეს, შემდეგ დარტყმას თეირანი პენტაგონის რეგიონულ ავიაბაზებს დაჰპირდა.
ირანის უპრეცედენტი კომბინირებულმა დარტყმამ თვალნათლივ აჩვენა, რომ მაღალი ინტენსივობის მრავალდღიან კონფლიქტში ისრაელის არმია და პენტაგონსა და ნატოელი პარტნიორები წააგებენ. ცაჰალის შესაძლებლობები შეზღუდულია, აშშ ობიექტურად (ტაქნოლოგიურად) არ არის ირანთან დიდი ომისათვის მზად. პენტაგონის (ნატოს) ძალიან ბევრი რესურსი გასული ორი წლის განმავლობაში უკტაინის ომზე დაიხარჯა. ამიტომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის ლიდერ ბინიამინ ნეტანიაჰუს ოპერატიულად აუწყა, რომ აშშ „პასუხს მხარს არ დაუჭერს“. ვაშინგტონმა ისრაელს შესთავაზა, დარტყმების შემდგარ გაცვლას გამარჯვება უწოდოს და დეესკალაციაზე წავიდეს.
ამ ფონზე, The Washington Post აღნიშნა: „ბაიდენის გუნდს არ გააჩნია სტრატეგიული კომპეტენტურობა. მათ უკვე დაკარგეს კონტროლი“. კერძოდ, საუბარია აშშ-ს „შეკავების სტრატეგიის“ კრახზე ახლო ამოსავლეთშიც და აღმოსავლეთ ევროპაშიც (უკრაინაში). „უამრავი იმედგაცრუება“.
აშშ განწირულია არაბულ სამყაროსთან ხანგრძლივი კონფრონტაციისთვის.
მოსკოვი თვლის, რომ ახლო აღმოსავლეთში სერიოზული ესკალაცია არის აშშ-ს დღევანდელი უგუნური პოლიტიკის და არაბული სახელმწიფო პალესტინის მიმართ ისრაელის არაადექვატური პოზიციის პროგნიზირებადი შედეგი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0