ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტების მასშტაბური შეტევისგან დასაცავად დიპკორპუსს მიმართავს

© photo: Sputnik / Александр Имедашвили / გადასვლა მედიაბანკშიტელეკომპანია „იმედი"
ტელეკომპანია „იმედი - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2024
გამოწერა
სახეზეა არხის ჟურნალისტების დამცირების მცდელობა, ქალაქის ცენტრალურ გამზირზე მათი ფოტოების გაკვრა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, ნათქვამია განცხადებაში
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართა არ დატოვონ რეაგირების გარეშე ტელეკომპანიის ჟურნალისტების წინააღმდეგ რადიკალური ოპოზიციისა და მათთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მხრიდან მიმდინარე მასშტაბური შეტევა, ნათქვამია განცხადებაში.
აპრილის დასაწყისში არასამთავრობო ორგანიზაციამ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში საჩივარი შეიტანა. არასამთავრობო ორგანიზაცია WISG-ის წარმომადგენლის სიტყვებით, ჟურნალისტებმა არაერთხელ შეიტანეს წვლილი ლგბტ-თემის დისკრიმინაციის ხელშეწყობაში და მიზანმიმართულად გაავრცელეს მანიპულაციური ინფორმაცია. სადავო რეპორტაჟები გამოქვეყნდა 2024 წლის 3, 17 და 28 მარტს.
„მოგმართავთ, საქართველოში აკრედიტებული, დემოკრატიული ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს - ნუ დატოვებთ რეაგირების გარეშე „იმედის“ ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბურ შეტევას და კარგად ორგანიზებულ კამპანიას", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახეზეა არხის ჟურნალისტების დამცირების მცდელობა, ქალაქის ცენტრალურ გამზირზე მათი ფოტოების გაკვრა, სოციალურ ქსელებში იმიჯის შელახვა და პირადი ცხოვრების მათ მიერვე გამოგონილი ისტორიებით შანტაჟი და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა.
„იმედის" ხელმძღვანელობა თვლის, რომ ყოველივე ამის უკან დგას ის რევანშისტული პოლიტიკური ძალა, რომელიც ამას ოპოზიციური ფლანგიდან, ქართველი ხალხის, ქართული ჯარის და ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფულის გამოყენებით აკეთებს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალა ფლობს ოთხ ტელეკომპანიას და არაერთ ონლაინ მედიაპლატფორმას, იგი მიყვება იმ გზას, რომელიც 20 წლის წინ აირჩია - ის 20 წლის წინ არჩეულ გზას აგრძელებს - ისევ თავს ესხმის ტელეკომპანია „იმედს" და მის თანამშრომლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
„იმედის" მიმართვაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ კამპანია ორგანიზებულია პოლიტიკური ჯგუფის მიერ და არ წარმოადგენს საზოგადოების განწყობას.
ყველა ახალი ამბავი
0