https://sputnik-georgia.com/20240415/tbilisis-da-batumis-aeroportebshi-mgzavrtnakadi-gaizarda-287341106.html
თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადი კვლავ იზრდება - მონაცემები განახლდა
თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადი კვლავ იზრდება - მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის მარტში თბილისის აეროპორტში მგზავრთა გადაადგილება 27%-ით, ბათუმის აეროპორტში კი 41%-ით გაიზარდა. 15.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-15T22:09+0400
2024-04-15T22:09+0400
2024-04-15T22:09+0400
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0a/283147812_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_a4953dc17596989ff976bb81965a2868.jpg
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადი 28% და 34%-ით გაიზარდა, იუწყება მედიაპლატფორმა BMG თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia–ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.TAV Georgia-ს მონაცემების თანახმად, იანვარ-პარტში თბილისის აეროპორტი მოემსახურა 913,9 ათას მგზავრს, ბათუმის აეროპორტი კი 103,2 ათას მგზავრს.რაც შეეხება სტატისტიკას, მიმდინარე წლის მარტში თბილისის აეროპორტში მგზავრთა გადაადგილება 27%-ით, ბათუმის აეროპორტში კი 41%-ით გაიზარდა.საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი.მრავალმილიონიანი ინვესტიციების წყალობით, TAV Georgia ერთ–ერთი ყველაზე სანდო, სტაბილური და დინამიკური კომპანია გახდა საქართველოში. ამჟამად კომპანიაში 1,3 ათასი ადამიანია დასაქმებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0a/283147812_160:0:1120:720_1920x0_80_0_0_242017e2d0073a4c563d8e4924c6ee35.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადი კვლავ იზრდება - მონაცემები განახლდა
მიმდინარე წლის მარტში თბილისის აეროპორტში მგზავრთა გადაადგილება 27%-ით, ბათუმის აეროპორტში კი 41%-ით გაიზარდა.
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადი 28% და 34%-ით გაიზარდა, იუწყება მედიაპლატფორმა BMG თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia–ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
TAV Georgia-ს მონაცემების თანახმად, იანვარ-პარტში თბილისის აეროპორტი მოემსახურა 913,9 ათას მგზავრს, ბათუმის აეროპორტი კი 103,2 ათას მგზავრს.
რაც შეეხება სტატისტიკას, მიმდინარე წლის მარტში თბილისის აეროპორტში მგზავრთა გადაადგილება 27%-ით, ბათუმის აეროპორტში კი 41%-ით გაიზარდა.
თურქული კომპანია TAV-Georgia – TAV Airports Holding-ის შვილობილიკომპანია, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო. ამ კომპანიასთან კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი.
საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.
2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი.
მრავალმილიონიანი ინვესტიციების წყალობით, TAV Georgia ერთ–ერთი ყველაზე სანდო, სტაბილური და დინამიკური კომპანია გახდა საქართველოში. ამჟამად კომპანიაში 1,3 ათასი ადამიანია დასაქმებული.