საქართველოში ხორბლის წარმოება შემცირდა

© photo: courtesy of MINISTRY OF ENVIRONMENTAL PROTECTION AND AGRICULTURE OF GEORGIAხორბლის მოსავლის აღება
ხორბლის მოსავლის აღება - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2024
გამოწერა
საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება.
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. 2023 წელს საქართველოში ხორბლის წარმოება 6,5%-ით შემცირდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, გასულ წელს საქართველოში 146,6 ათასი ტონა ხორბალი იქნა წარმოებული.
ხორბლის წარმოება საქართველოში 2019-2023 წლებში

წელი

მოცულობა, ათასი ტონა

ზრდა,%

2019

100,6

-6,1

2020

102,4

1,8

2021

135,9

32,7

2022

156,8

15,4

2023

146,6

-6,5

საქართველოში ხორბლის ნათესი ფართობი 2023 წელს 56,7 ათასი ჰექტარი იყო, ხოლო საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 2,6 ტონა.
საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება. ბოლო პერიოდში ქვეყანას ხორბალი შემოაქვს ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან, რუსეთიდან. ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის. რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად რჩება.
რთული დრო
რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში 2023 წელს საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა წარმოება, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. შედეგად, ქართველი ფერმერები ვერ ახერხებდნენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას, რადგან ხორბლის მარაგები გადავსებული იყო.
ქართველი მეწისქვილეებისთვის პირველად რთული პერიოდი დადგა 2021 წლის ზაფხულში, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა. შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ 2022 წელს ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად კი ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა შეწყვიტა მუშაობა.
წისქვილებმა ხორბლის შემოტანა და წარმოების ზრდა მხოლოდ გასული წლის ბოლოსკენ დაიწყეს, როდესაც ხორბალზე ექსპორტის გადასახადის მცურავი განაკვეთი შემცირდა.
მეორედ წისქვილკომბინატებში წარმოების კრიზისი დადგა 2023 წლის მარტში რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდისა და ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდის გამო.
საქართველოს მთავრობის მიერ წისქვილკომბინატების, ქართული ხორბლის მწარმოებლების და პურის მწარმოებლებთან კონსულტაციების შედეგად 2023 წლის 12 ივნისიდან -2024 წლის 1 მარტამდე ფქვილის იმპორტზე დროებითი მოსაკრებელი დაწესდა - რომლის მიზანი იყო საქართველოს ბაზარზე ფქვილისა და ხორბლის თანაბარი საგადასახადო რეჟიმების აღდგენა, რითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა წისქვილკომბინატების ინდუსტრიის მუშაობის აღდგენა.
ფქვილის იმპორტზე დროებითი მოსაკრებლის დაწესების შედეგად აღდგა თანაბარი კონკურენციის პირობები ფქვილის იმპორტსა და ხორბლის იმპორტს შორის. შედეგად, წისქვილკომბინატებმა მუშაობა განაახლეს.
ყველა ახალი ამბავი
0