https://sputnik-georgia.com/20240415/parlamentshi-dapirispirebaa-elisashvilma-mdinaradzes-daartka-287335395.html
ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში: ელისაშვილმა მდინარაძეს ხელი დაარტყა
ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში: ელისაშვილმა მდინარაძეს ხელი დაარტყა
Sputnik საქართველო
ჯერ კიდევ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და კანონპროექტის... 15.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-15T14:50+0400
2024-04-15T14:50+0400
2024-04-15T15:22+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286044859_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a570019bf72824b68dc2ec20c2bd16cd.jpg
თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს, რომელიც სკანდალურ კანონპროექტს სხდომის წევრების წინაშე წარადგენდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.ელისაშვილმა მდინარაძეს თავის არეში ხელი დაარტყა - ამ დროს მდინარაძე ოპოზიციონერი დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის მიერ დასმულ შეკითხვებს ტრიბუნიდან პასუხობდა. მომხდარის შემდეგ ელისაშვილ პარლამენტის შენობა დატოვა. კომიტეტის სხდომამ კი მუშაობა 20 წუთით შეწყვიტა.„გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შემდეგ, რომელიც 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე პარლამენტიდან გაიწვიეს, საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ. მმართველმა პარტიამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.ჯერ კიდევ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და კანონპროექტის გაწვევა მოითხოვეს.კანონპროექტის დეტალებიკანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;მაუწყებელი;იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.უცხოური ძალა არის:უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286044859_102:0:1241:854_1920x0_80_0_0_ea67a497f257b77e67177c41053978f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში: ელისაშვილმა მდინარაძეს ხელი დაარტყა
14:50 15.04.2024 (განახლებულია: 15:22 15.04.2024) ჯერ კიდევ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და კანონპროექტის გაწვევა მოითხოვეს.
თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს, რომელიც სკანდალურ კანონპროექტს სხდომის წევრების წინაშე წარადგენდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ელისაშვილმა მდინარაძეს თავის არეში ხელი დაარტყა - ამ დროს მდინარაძე ოპოზიციონერი დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის მიერ დასმულ შეკითხვებს ტრიბუნიდან პასუხობდა. მომხდარის შემდეგ ელისაშვილ პარლამენტის შენობა დატოვა. კომიტეტის სხდომამ კი მუშაობა 20 წუთით შეწყვიტა.
„გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შემდეგ, რომელიც 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე პარლამენტიდან გაიწვიეს, საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ. მმართველმა პარტიამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
ჯერ კიდევ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და კანონპროექტის გაწვევა მოითხოვეს.
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.