„სალტანატისთვის“: თბილისში ფემიციდი გააპროტესტეს – ვიდეო

გამოწერა
40-მდე ადამიანი, ძირითადად ყაზახები, ვაკის პარკში შეიკრიბა ფემიციდის მსხვერპლის — სალტანატ ნუკენოვას მხარდასაჭერად და ქალებზე ძალადობის დასაგმობად.
31 წლის ქალის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულია მისი „სამოქალაქო“ ქმარი, ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კუანდიკ ბიშიმბაევი.
აქციის მონაწილეებს გამოტანილი ჰქონდა ყაზახეთშიოჯახური ძალადობის შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა პლაკატები და ფოტოები. აქციის ორგანიზატორ ასეემ კოპტლეუოვას თქმით, ეს პრობლემა მწვავედ დგას არა მხოლოდ ყაზახეთში, დსთ-ის ქვეყნებსათუსაქართველოში, არამედმსოფლიოსბევრქვეყანაში.
„ჩვენ გვინდა, რომ ამ პრობლემას ყველა ადამიანის ყურადღება მივაპყროთ. ნუმოითმენთ, ნუგაჩუმდებით! ყოველთვისიბრძოლეთთქვენისიცოცხლისთვის, თქვენიუფლებებისთვის“, — აღნიშნა ასემ კოპტლეუოვამ.
ყაზახეთში ყოველწლიურად 400-მდე ქალი ხდება ფემიციდის მსხვერპლი. მანამდე მსგავსი საპროტესტო აქციები გაიმართა ევროპის რამდენიმე დედაქალაქში: რომში, ბერლინში, პარიზსა და სხვა ქალაქებში.
ყველა ახალი ამბავი
0