მაღალი ხარისხი და განუმეორებელი გემო - მინისტრმა ქართული ღვინის თავისებურებებზე ისაუბრა

© photo: Sputnik / Stringerქართული ღვინის გამოფენა
ქართული ღვინის გამოფენა - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2024
გამოწერა
სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ქართული ღვინის სავიზიტო ბარათი პროდუქციის მაღალი ხარისხი და მისი განუმეორებელი გემოა, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ იტალიაში გამართულ მინისტერიალზე.
დავითაშვილმა იტალიის ქალაქ ბრეშაში, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მიერ გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.. ღონისძიებას 40-მდე ქვეყნის მინისტრები და მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.
„მაღალი ხარისხი და გამორჩეული საგემოვნო თვისებები ჩვენი ღვინის მთავარ სავიზიტო ბარათად მიგვაჩნია. მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში ყოველწლიურად, საშუალოდ, 100 მლნ ლიტრამდე ქართული ხარისხიანი ღვინო გადის, რომელიც სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება და რომელზეც მოთხოვნა სულ უფრო მზარდია“, - განაცხადა შამუგიამ.
მინისტრის თქმით, მთავრობა ამ დარგში სწორ პოლიტიკას ატარებს, რაზეც მეღვინეთა რაოდენობის ზრდა მოწმობს.
„სახელმწიფოს მხრიდან უკანასკნელ წლებში განხორციელებულმა სწორმა პოლიტიკამ დარგი მნიშვნელოვნად გააძლიერა: გაშენდა ახალი ვენახები და დღეისთვის იგი 50 ათას ჰექტარს აღწევს. შეიქმნა ახალი საწარმოები და მათი რაოდენობა 2,7 ათასამდეა“, - განაცხადა შამუგიამ.
მისი თქმით, მინისტერიალი კარგი შესაძლებლობაა ხედვებისა და მევენახეობა-მეღვინეობაში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების გასაზიარებლად.
OIV-ის მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო ფორუმს საქართველომ ორჯერ უმასპინძლა - 1962 წელს 33-ე საერთაშორისო კონგრესს და 2010 წელს OIV-ს მე-8 გენერალურ ასამბლეას. OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში 8 ქართული ღვინო შედის.
იტალიაში გამართულ მინისტერიალს, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია ესწრებოდნენ.
ქართული ღვინის პოპულარიზაცია
2023 წლის მონაცემებით, ღვინო საქართველოდან ექსპორტირებულ საქონელს შორის მესამე ადგილს იკავებს და მასზე მთლიანი ექსპორტის 4,3% მოდის. რუსეთი უკვე წლებია ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან რუსეთში 168,3 მილიონი დოლარის ღირებულების 62,3 ათასი ტონა ყურძნის ნატურალური ღვინოა გატანილი, რაც 4,6%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.
ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში.
სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 2012 წლიდან 1,5 მილიონი ლარიდან 2023 წელს 14 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 2024 წელს 16 მილიონის დახარჯვა იგეგმება.
ყველა ახალი ამბავი
0