https://sputnik-georgia.com/20240414/qartuli-enis-problemebi-televziasi-287320739.html
ქართული ენის პრობლემები ტელევიზიაში: ექსპერტები კორექტორის პროფესიის აღდგენის შესახებ
ქართული ენის პრობლემები ტელევიზიაში: ექსპერტები კორექტორის პროფესიის აღდგენის შესახებ
Sputnik საქართველო
ტელევიზიაში კორექტორის პროფესია, რომელიც მეტყველების სისუფთავეს შეამოწმებს, აუცილებლობაა, აცხადებენ „Sputnik საქართველოს“ მულტიმედიური პრესცენტრის მრგვალი... 14.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-14T11:33+0400
2024-04-14T11:33+0400
2024-04-14T11:34+0400
მულტიმედია
ვიდეო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/0e/287320567_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_5f33636dfa5dc6870c9f0200f502ecc8.jpg
მოწვეული სპიკერები - პოეტი, პუბლიცისტი ნინო ქუთათელაძე და საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი, პოეტი დავით შემოქმედელი - შეთანხმდნენ, რომ ტელევიზიაში და პრესაში ქართული ენის სიწმინდისთვის, კორექტორის პროფესია უნდა აღდგეს.ქუთათელაძის თქმით, კორექტორის პროფესია ახლა განსაკუთრებით აქტუალურია, თუმცა დაფინანსების შემცირების გამო, ასეთი თანამდებობა იშვიათად გვხვდება. „ეს შრომატევადი საქმეა, ამიტომ ჩვენი ტელევიზია და პრესა საერთოდ ვერ უმკლავდება ტექსტებს“, - ამბობს ქუთათელაძე. დედაენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაფუძნდა. 45 წლის წინ სწორედ ამ დღეს გაიმართა თბილისში მასობრივი გამოსვლები მშობლიური ენის დასაცავად, რის წყალობითაც ქართულმა ენამ შეინარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი საქართველოს სსრ კონსტიტუციაში. ქართული ენა საქართველოს ოფიციალური ენაა და მასზე ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს მთელ მსოფლიოში.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/0e/287320567_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_60e1c3322deed93a06755c01b15a7468.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მულტიმედია, ვიდეო, видео
ქართული ენის პრობლემები ტელევიზიაში: ექსპერტები კორექტორის პროფესიის აღდგენის შესახებ
11:33 14.04.2024 (განახლებულია: 11:34 14.04.2024) ტელევიზიაში კორექტორის პროფესია, რომელიც მეტყველების სისუფთავეს შეამოწმებს, აუცილებლობაა, აცხადებენ „Sputnik საქართველოს“ მულტიმედიური პრესცენტრის მრგვალი მაგიდის მონაწილეები, რომელიც დედაენის დღეს მიეძღვნა.
მოწვეული სპიკერები - პოეტი, პუბლიცისტი ნინო ქუთათელაძე და საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი, პოეტი დავით შემოქმედელი - შეთანხმდნენ, რომ ტელევიზიაში და პრესაში ქართული ენის სიწმინდისთვის, კორექტორის პროფესია უნდა აღდგეს.
„აუცილებელია ამ პროფესიის დაბრუნება, ჩემი აზრით, ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანი და პატრიოტი იტყვის, რომ სტილისტი, ენის სპეციალისტი უნდა დაბრუნდეს ტელევიზიაში, თორემ ყველა ზღვარი გადაილახა, დიქტორის ენა ზოგჯერ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“, - განაცხადა შემოქმედელმა.
ქუთათელაძის თქმით, კორექტორის პროფესია ახლა განსაკუთრებით აქტუალურია, თუმცა დაფინანსების შემცირების გამო, ასეთი თანამდებობა იშვიათად გვხვდება.
„ეს შრომატევადი საქმეა, ამიტომ ჩვენი ტელევიზია და პრესა საერთოდ ვერ უმკლავდება ტექსტებს“, - ამბობს ქუთათელაძე.
დედაენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაფუძნდა. 45 წლის წინ სწორედ ამ დღეს გაიმართა თბილისში მასობრივი გამოსვლები მშობლიური ენის დასაცავად, რის წყალობითაც ქართულმა ენამ შეინარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი საქართველოს სსრ კონსტიტუციაში.
ქართული ენა საქართველოს ოფიციალური ენაა და მასზე ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს მთელ მსოფლიოში.