საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თანამემამულეებს დედაენის დღე მიულოცა

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2024
გამოწერა
ქართული სახელმწიფო ენაა საქართველოში. მსოფლიოში ამ ენაზე ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს.
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. 1978 წლის 14 აპრილს ერთ მუშტად შეკრულმა ქართველმა ერმა დაიცვა საკუთარი თვითმყოფადობა, გადაარჩინა დედაენა, როგორც საკუთარი სიცოცხლისა და არსებობის ქვაკუთხედი, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 46 წლის წინ თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები გაიმართა, რომელთა შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა. საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.
„ისტორია მართლაც მეორდება. სხვადასხვა დროს ხან რა იყო გადასარჩენი, ხან – რა. ზოგჯერ ენა, ზოგჯერ რწმენა, ზოგჯერ სახელმწიფო, ზოგჯერ კი სამივე ერთად. თავისუფლებისთვის ბრძოლის გრძელი და ეკლიანი გზა სწორედ ამ სამივეს გადასარჩენად გამოიარა ქართველმა ხალხმა, რადგან არ არსებობს ერი იდენტობის გარეშე და არ არსებობს სახელმწიფო სუვერენიტეტის გარეშე... დღეს დედაენის დღეა. ქართველებისთვის წმინდა საფიცარის დღე. ამ ენაშია განფენილი ჩვენი არსი, სულიერება და ცხოვრების წესი", - დაწერა პაპუაშვილმა.
ქართული სახელმწიფო ენაა საქართველოში. მსოფლიოში ამ ენაზე ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს.
თანამედროვე ქართულ ენას აქვს 17 დიალექტი, მათ შორისაა ქართლური, კახური (ისინი ქმნიან სალიტერატურო ენის საფუძველს), იმერული, რაჭული, ლეჩხუმური, გურული, ჯავახური, მესხური, აჭარული და ა.შ.
2016 წლის 30 ნოემბერს ქართული დამწერლობის სამი სახეობა იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
ადრეული საუკუნეებიდან გამოიყენებოდა ძველქართული დამწერლობა მრგლოვანი (ასომთავრული). IX საუკუნიდან – ნუსხური დამწერლობა (საეკლესიო), ხოლო XI საუკუნიდან – მხედრული (სამოქალაქო) დამწერლობა.
ქართულ ენაზე დაწერილი უძველესი ნაწარმოები – იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“ 476 წლით თარიღდება.
ყველა ახალი ამბავი
0