სამეგრელოში 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის მოზარდი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2024
გამოწერა
ბრალდებულს 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა რვა წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით მეთერთმეტეკლასელი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
დაკავებული 14 წლისაა. მოზარდი მშობლების თანდასწრებით დაკითხეს და ბრალი წაუყენეს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია. მასთან ფსიქოლოგები და ფსიქიატრები მუშაობენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე „გაუპატიურების“ მუხლით აღძრა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0