https://sputnik-georgia.com/20240413/narmania-saqartvelosi-komunalur-kompaniebsi-auditi-gamkacrdeba-287309200.html
ნარმანია: კომუნალურ კომპანიებში აუდიტი გამკაცრდება
ნარმანია: კომუნალურ კომპანიებში აუდიტი გამკაცრდება
Sputnik საქართველო
კომპანიების საქმიანობის მარეგულირებელი აუდიტის სისტემატიზაცია ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის გამჭვირვალობის გაუმჯობესებასა, მიაჩნია კომისიის თავმჯდომარეს 13.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-13T14:10+0400
2024-04-13T14:10+0400
2024-04-13T14:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
სემეკი
საქართველოს ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24759/19/247591983_0:20:2500:1426_1920x0_80_0_0_c322874d0baa36d89da8b78d0b5d19ae.jpg
თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) რეგულირებად სექტორებში მოქმედ კომუნალურ კომპანიებში არაგეგმიურ აუდიტსაც განახორციელებს, განაცხადა კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.სემეკის გადაწყვეტილების შესაბამისად, გეგმურ მარეგულირებელ აუდიტთან ერთად სისტემატურად მოხდება არაგეგმური მარეგულირებელი აუდიტის განხორციელება, რაც გულისხმობს რეგულირებული კომპანიების ფინანსური და ტექნიკური მდგომარეობის, მათ მიერ განხორციელებული შესყიდვების მიზნობრიობის შესწავლას, დანახარჯების რეგულირებად საქმიანობასთან კავშირის/საჭიროების დადგენას, მიზანშეწონილობისა და გონივრულობის განსაზღვრას.დავით ნარმანიას განცხადებით, კომპანიების საქმიანობის მარეგულირებელი აუდიტის სისტემატიზაცია ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის გამჭვირვალობის გაუმჯობესებასა და ფინანსური სახსრების რაციონალურ ხარჯვას.ამ მიზნით სემეკში სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნა, რომლის ფუნქციებსაც სატარიფო მიზნებისათვის განსახორციელებელი დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის პარალელურად წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, რეგულირებულ საწარმოთა ხარჯების შედარებითი ანალიზი, აღნიშნა ნარმანიამ.ახალი დეპარტამენტის ფუნქციებია ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი, ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის შესაბამისად კომპანიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშგებების შესწავლა და ანალიზი.გარდა ამისა, დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის, სახელმძღვანელო ინსტრუქციების, სატარიფო განაცხადთან ერთად წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალის შემუშავება, აუდიტის გეგმის შემუშავება და აუდიტის პროცესის დაგეგმვა, კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადებისა და თანდართული მასალების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება, საპროგნოზო სატარიფო დანახარჯების შესწავლა/ანალიზი და მიზანშეწონილი ოდენობის განსაზღვრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24759/19/247591983_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_ce034389fcf9a499693cc3718c0c398e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სემეკი, საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები, საქართველო, სემეკი, საქართველოს ენერგეტიკა
ნარმანია: კომუნალურ კომპანიებში აუდიტი გამკაცრდება
კომპანიების საქმიანობის მარეგულირებელი აუდიტის სისტემატიზაცია ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის გამჭვირვალობის გაუმჯობესებასა, მიაჩნია კომისიის თავმჯდომარეს
თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) რეგულირებად სექტორებში მოქმედ კომუნალურ კომპანიებში არაგეგმიურ აუდიტსაც განახორციელებს, განაცხადა კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.
სემეკის გადაწყვეტილების შესაბამისად, გეგმურ მარეგულირებელ აუდიტთან ერთად სისტემატურად მოხდება არაგეგმური მარეგულირებელი აუდიტის განხორციელება, რაც გულისხმობს რეგულირებული კომპანიების ფინანსური და ტექნიკური მდგომარეობის, მათ მიერ განხორციელებული შესყიდვების მიზნობრიობის შესწავლას, დანახარჯების რეგულირებად საქმიანობასთან კავშირის/საჭიროების დადგენას, მიზანშეწონილობისა და გონივრულობის განსაზღვრას.
„დღემდე, სემეკი კომპანიების მარეგულირებელ აუდიტს ატარებდა ტარიფების დადგენის პერიოდში შესაბამისი სატარიფო გაანგარიშების მიზნით. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მარეგულირებელი აუდიტის პროცესს მიეცეს სისტემატური ხასიათი და კომპანიების საქმიანობის შემოწმება კონკრეტული მიმართულებებით მოხდეს არაგეგმურადაც“, - განაცხადა დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში”.
დავით ნარმანიას განცხადებით, კომპანიების საქმიანობის მარეგულირებელი აუდიტის სისტემატიზაცია ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის გამჭვირვალობის გაუმჯობესებასა და ფინანსური სახსრების რაციონალურ ხარჯვას.
ამ მიზნით სემეკში სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნა, რომლის ფუნქციებსაც სატარიფო მიზნებისათვის განსახორციელებელი დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის პარალელურად წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, რეგულირებულ საწარმოთა ხარჯების შედარებითი ანალიზი, აღნიშნა ნარმანიამ.
ახალი დეპარტამენტის ფუნქციებია ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი, ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის შესაბამისად კომპანიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშგებების შესწავლა და ანალიზი.
გარდა ამისა, დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის, სახელმძღვანელო ინსტრუქციების, სატარიფო განაცხადთან ერთად წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალის შემუშავება, აუდიტის გეგმის შემუშავება და აუდიტის პროცესის დაგეგმვა, კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადებისა და თანდართული მასალების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება, საპროგნოზო სატარიფო დანახარჯების შესწავლა/ანალიზი და მიზანშეწონილი ოდენობის განსაზღვრა.