„ალტ-ინფოს“ მომხრეებმა თბილისში აქცია გამართეს - ვიდეო

გამოწერა
თბილისის ცენტრში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. კონსერვატიული მოძრაობა „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერები, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრეა, პარტიის რეგისტრაციის გაუქმების გამო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან შეიკრიბნენ.
„ალტ-ინფოს“ ლიდერების თქმით, მათი პარტიის რეგისტრაციის გაუქმებით, „ქართულმა ოცნებამ“ კონკურენტი აღმოფხვრა არჩევნებში.
პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებმა მმართველი პარტიის სიმბოლოოანი მაისურები დაწვეს. ამასთან ისინი პროტესტის რადიკალური ფორმებით - სამთავრობო დაწესებულებების მუშაობის ბლოკირებით, საავტომობილო გზებისა და რკინიგზის გადაკეტვით იმუქრებიან, თუ პარტიის რეგისტრაცია არ აღდგება.
ყველა ახალი ამბავი
0