„ალტ-ინფომ“ მმართველი პარტიის სათავო ოფისთან საპროტესტო აქცია მოაწყო
© Sputnik / Alexander Imedashvili STRINGER„ალტ-ინფომ“ მმართველი პარტიის სათავო ოფისთან საპროტესტო აქცია მოაწყო
© Sputnik / Alexander Imedashvili STRINGER
გამოწერა
აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ თუ მათი პარტიის რეგისტრაცია არ აღდგება, თბილისის ყველა შემოსასვლელს გადაკეტავენ.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. კონსერვატიული მოძრაობა „ალტ-ინფოს“ ათასობით მხარდამჭერმა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ემხრობა, მათი პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის გამო მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა.
მხარდამჭერებმა პროტესტის ნიშნად ჯერ „ოცნების“ სიმბოლიკიანი მაისურები დაწვეს, შემდგომ კი სამომავლო გეგმები დააანონსეს.
© photo: Sputnik / STRINGER„ალტ-ინფომ“ მმართველი პარტიის სათავო ოფისთან საპროტესტო აქცია მოაწყო
„ალტ-ინფომ“ მმართველი პარტიის სათავო ოფისთან საპროტესტო აქცია მოაწყო
© photo: Sputnik / STRINGER
აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ კონსერვატიული მოძრაობა „ალტ-ინფო“ „ქართულმა ოცნებამ“ გააუქმა.
„ერთ დღეს მერე „ქართული ოცნების" ყველაზე ჭკვიანმა დააჭირა „კნოპკას“ ხელი და გააუქმა კონსერვატიული მოძრაობა „ალტ-ინფო". ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. თუ „ქართული ოცნება“ გონს არ მოვა, რკინიგზის ყველა მაგისტრალი, თბილისის ყველა შემოსასვლელი, ყველა ადმინისტრაციული შენობა იქნება პარალიზებული და მოხდება მათი პიკეტირება. ეს ხალხი გონს უნდა მოეგონ“, - განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკოლოზ ლომიძემ.
© Sputnik / Alexander Imedashvili STRINGER„ალტ-ინფომ“ მმართველი პარტიის სათავო ოფისთან საპროტესტო აქცია მოაწყო
„ალტ-ინფომ“ მმართველი პარტიის სათავო ოფისთან საპროტესტო აქცია მოაწყო
© Sputnik / Alexander Imedashvili STRINGER
პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ ალტ-ინფოთვის", რომელიც ემხრობა ულტრამემარჯვენე შეხედულებებს და მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას, რეგისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო პარტიის რეგისტრაციისას რამდენიმე დარღვევა. ერთ-ერთია ის, რომ პარტიის განახლებულ წესდებას, რომელიც სააგენტოში 2021 წლის 6 დეკემბერს შევიდა, არ ჰქონდა პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ყველა წევრის ხელმოწერა, როგორც ამას კანონი მოითხოვს. მასზე მხოლოდ კონსტანტინე მორგოშიას ხელმოწერა იყო, რომელიც ყრილობას თავმჯდომარეობდა.
ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს” რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
პარტიის დამფუძნებელმა კოკა მორგოშიამ სააგენტოს გადაწყვეტილებას უპრეცედენტო, პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. მისი თქმით, პარტიაზე ზეწოლა მისი მზარდი რეიტინგის გამო ხორციელდება.
მორგოშიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ იურიდიულად გასაჩივრდება. „კონსერვატიული მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება.
მორგოშიას თქმით, პარტიამ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებისთვის ორჯერ მეტი ხელმოწერა წარუდგინა, ვიდრე საჭირო იყო.