„საქართველოს ბანკი“ სომხური „ამერიაბანკის“ 90-პროცენტიანი წილის მფლობელი გახდა

© Facebook / Bank of Georgia„საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისი
„საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2024
გამოწერა
გარიგების თანხამ ბანკი 303,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, სომხურ ბანკს არ შეეცვლება არც ბრენდი, არც მენეჯმენტი.
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. „საქართველოს ბანკმა“ (Bank of Georgia Group PLC) სომხეთის უმსხვილესი ბანკი „ამერიაბანკი“ 303,6 მილიონ დოლარად შეიძინა და მისი 90%-იანი წილის მფლობელი გახდა, იტყობინება ქართული საკრედიტო ინსტიტუტი.
ის ფაქტი, რომ „საქართველოს ბანკი“ აწარმოებდა მოლაპარაკებებს „ამერიაბანკის“ აქციონერებთან 100%-იანი წილის შეძენის თაობაზე, ცნობილი გახდა 2024 წლის თებერვალში. უკვე 29 მარტს სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა წინასწარი თანხმობა გასცა „ამერიაბანკის“ ქართული ბანკის მფლობელებისთვის მიყიდვაზე.
გარიგების მიხედვით, აქციების 60% ეკუთვნის „საქართველოს ბანკის“ მფლობელებს - კორპორაცია Bank of Georgia Croup PLC-ს, ხოლო კიდევ 30% - თავად „საქართველოს ბანკს“. დარჩენილი 10% მიიღო მისმა წინა აქციონერმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD).
„საქართველოს ბანკის" ჯგუფმა სომხეთის წამყვანი ბანკი 303,6 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. გარიგების პირობებით, სომხურ ბანკს არ შეეცვლება არც ბრენდი, არც მენეჯმენტი.
როგორც სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ჰოვანეს ხაჩატრიანმა განაცხადა, ეს უმსხვილესი უცხოური ინვესტიციაა სომხეთის საფინანსო სექტორში, რადგან სომხეთის სამი მსხვილი ბანკიდან არცერთი არ ყოფილა უცხოური ჯგუფის საკუთრებაში.
„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უცხოური ბანკი ყიდულობს სომხეთის სამი უმსხვილესი ბანკიდან ერთ-ერთს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ეს იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიგვეცა ნებართვა ჩვენი მეზობელი, მეგობარი ქვეყნის ბანკს შემოსულიყო სომხეთის ბაზარზე“, - განაცხადა ხაჩატრიანმა მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.
მისი თქმით, სომხეთის ცენტრალური ბანკი მიესალმება ნებისმიერ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას და სტრატეგიულ ინვესტორებს ფინანსების სფეროში.
„პირველ რიგში, „ამერიაბანკი" შეინარჩუნებს მის სახელსა და ბრენდს. ჩვენ დაველოდებით „ამერიაბანკის“ განახლებულ სტრატეგიას და უფრო ფართოდ, ეს საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში დიდი პლუსია,"- ამბობს ჰოვანეს ხაჩატრიანი.
ხაჩატრიანმა განაცხადა, რომ ბანკის 10% დარჩება EBRD-ის მფლობელობაში, თუმცა არ გამორიცხა, რომ მისი წილი შესაძლებელია დროთა განმავლობაში გამოისყიდოს ბანკის ახალმა მფლობელმა.
1994 წლიდან „საქართველოს ბანკი“ ავითარებს საცალო და პერსონალურ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებსაც ამჟამად 1,6 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი იყენებს. ბანკში 7 ათასამდე თანამშრომელია დასაქმებული. ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული.
„ამერიაბანკი“ დაარსდა 1910 წელს, როგორც კავკასიის კომერციული ბანკის ფილიალი, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების წლებში გადაკეთდა სსრკ-ის „ვნეშეკონომბანკის“ სომხურ ფილიალად. საბანკო ლიცენზია 1992 წელს მოიპოვა, 2008 წელს კი ბანკი სომხეთის ფინანსურ ბაზარზე შევიდა. სამჯერ მიიღო სომხეთის საუკეთესო ბანკის სტატუსი.
ამ დრომდე ბანკის აქციონერები იყვნენ „იმასტ ჯგუფი“ (ყოფილი „ამერია ჯგუფი, აქციების 48,82%, დამფუძნებელია რუსი ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (17,71%), აზიის განვითარების ბანკი (13,91%). ასევე ESPS ჯგუფი (რომელშიც შედიან „ამერიას ჯგუფის“ მენეჯერები, 12,05%).
ყველა ახალი ამბავი
0